რატომ გამოამწყვდიეს ფსიქიატრიულ კლინიკაში – ხრისტოფერ სმარტი?

ხრისტოფერ სმარტი (1722-1771 წლები) – წარმოადგენდა ცნობილ ინგლისელ პოეტს,რომელმაც სახელი გაითქვა პოემით – “დავითის სიმღერა”.კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ხრისტოფერი ერთობ ურიგო და უწესო ცხოვრებას ეწეოდა,რის გამოც დიდ ვალებში ჩავარდა. (ავტორი გენია.ჯი) 1747 წელს იგი ვალების გადაუხდელობის გამო,კრედიტორთა მოთხოვნის შედეგად დააკავეს.რამდენიმე ხანში განთავისუფლებულმა პოეტმა საცხოვრებლად ლონდონს მიაშურა,სადაც რიგ ინგლისურ ჟურნალ-გაზეთებთან დაიწყო თანამშრომლობა.როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, 1751 წელს ხრისტოფერს ფსიქიკური აშლილობის ნიშნები გამოუმჟღავნდა,რაც გამოიხატებოდა თურმე იმაში,რომ განსაკუთრებით განიმსჭვალა რელიგიური გრძნობებით.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,სმარტი მუდმივად მთელი ხმით ლოცულობდა.გარდა ამისა,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუხლებზე ეცემოდა,ხელებს ზეცისკენ აღაპყრობდა და მთელი ხმითვე იწყებდა ლოცვას.ხალხს კი მოუწოდებდა,რომ მისი მაგალითისათვის მიებაძათ.ხრისტოფერის ასეთი ქმედება კი,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს  ბევრს აღიზიანებდა,რის გამოც მასზე უამრავი საჩივარი შევიდა სათანადო ორგანოებში.საჩივრების სიმრავლემ ხელისუფლება აიძულა ერთობ გასაოცარი გადაწყვეტილება მიეღო.კერძოდ,გულმხურვალედ და სისტემატურად ხმამაღლა მლოცველი სმარტი დაეკავებინა და იგი,როგორც შეშლილი,წმინდა ლუკას სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში განემწესებინა.ამ ფაქტმა ხრისტოფერის ერთ-ერთი მეგობრისა და ცნობილი ინგლისელი ლიტერატურული კრიტიკოსის – სემუელ ჯონსონის დიდი გაღიზიანება გამოიწვია.სემუელი ამბობდა: უფრო დიდი შეშლილობაა – არ ილოცო,ვიდრე – გამუდმებით ლოცულობდე ისე,როგორც ამას სმარტი აკეთებდაო, – და მის განთავისუფლებას მოითხოვდა.სწორედ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში დაწერა სმარტმა თავისი ყველაზე ცნობილი პოემები. 1763 წელს ხრისტოფერი ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოწერეს,რის შემდეგაც დიდ სიღარიბეში მოუწია ცხოვრება, და საბოლოოდ ყველასაგან მივიწყებულმა,სიღატაკეშივე დალია სული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>