აკაკი ხორავა – “ეპიზოდი”
1965 წელს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი აღნიშნავდა გენიალური ქართველი მსახიობის,პედაგოგისა და ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის – აკაკი ხორავას (1895-1972 წლები) სამოცდაათი წლის იუბილეს.ამ დროს ბატონი აკაკი ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდა მიწვევებით.გამონაკლისი არც ქალაქი ფოთი ყოფილა,სადაც ეწყობოდა კიდეც აკაკი ხორავასთან გრანდიოზული შეხვედრა.აღნიშნულ საღამოში მონაწილეობა უნდა მიეღო რუსთაველის თეატრის დასსაც.იმისათვის,რომ რუსთაველის მსახიობთა დასის რამდენიმე წევრი ფოთში გამგზავრებულიყო. 15:00 საათზე ისინი თბილისის აეროპორტიდან ჯერ ქუთაისში უნდა გადაფრენილიყვნენ,ხოლო შემდგომ ავტომობილით გზას ფოთამდე განაგრძობდნენ.
თვითმფრინავი მზად იყო გასაფრენად,მაგრამ მასში მხოლოდ სამი თავისუფალი ადგილი აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) რუსთაველის თეატრის დასის წევრები,რომელთაც თვითმფრინავით უნდა ესარგებლათ – ოთხი.მეოთხე მგზავრის წაყვანაზე პილოტმა თავი მოიკლა და არ დათანხმდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ მათ პილოტს აუცილებელი წასვლის მიზეზი განუმარტეს,იგი მაინც კატეგორიულ უარზე იდგა.აღნიშნულმა ფაქტმა თვითმფრინავში დიდი ალიაქოთი გამოიწვია.მსახიობების მხარე დაიჭირეს არა მარტო რიგითმა მგზავრებმა,არამედ თვითმფრინავის სხვა მომსახურე პერსონალმაც.თუმცა – ამაოდ…
საქმეში ჩაერთო თბილისის აეროპორტის დირექტორის მოადგილე.იგი სალონში ავიდა და მგზავრებს გამოუცხადა,რომ საგანგებო მდგომარობა იყო შექმნილი: “ჩვენი მსახიობები მიდიან ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობის – აკაკი ხორავას საიუბილეო საღამოზე ფოთში.ქუთაისში მათ მანქანა დახვდებათ და იქიდან ფოთში უნდა გაემგზავრონ.დრო კი ძალიან ცოტაა.იქნებ დაგვავალოს ვინმემ და რომელიმე მგზავრმა დაგვითმოს ერთი ადგილი.იმ მგზავრს კი,რომელიც აღნიშნული რეისით ვერ გაფრინდება,მეორე რეისით აუცილებლად გავამგზავრებთო”.
აეროპორტის დირექტორის სიტყვით გამოსვლამ თვითმფრინავის სალონში ჩოჩქოლი გამოიწვია.მოულოდნელად თვითმფრინავის სკამიდან წამოდგა ერთი ახალგაზრდა ვაჟკაცი და ხმამაღლა წამოიძახა: “აკაკი ხორავასთვის კაცი სულს არ დაიშურებს სკამს კი არაო”, – გზა დაულოცა ყველას,ხელჩანთა აიღო და გარეთ გავიდა.ტრაპთან მდგომი რუსთაველის თეატრის მსახიობებს,რომ გადააწყდა,ხელი აუწია და შესძახა: “დღეგრძელობა აკაკი ხორავას!” – და აეროპორტის შესასვლელ კარს თვითკმაყოფილმა მიაშურა. (ავტორი გენია.ჯი)