ალექსანდრე დიუმას წინაპრების შესახებ…
გენიალური ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ჟურნალისტი - ალექსანდრე “უფროსი” დიუმა (1802-1870 წლები) – კვარტერონი გახლდათ (ადამიანი,რომელიც დაიბადა თეთრკანიანისა და მეტისის ქორწინების შედეგად).მამამისი – თომა-ალექსანდრე დიუმა დავი დე ლა პაიეტრი (1762-1806 წლები),საფრანგეთის არმიის გენერლის ჩინს ატარებდა,ხოლო დედა – მარი-ლუიზა ელისაბედ ლაბურე კი,სასტუმრო – “ვილერ-კოტრეს” მფლობელის ქალიშვილს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ალექსანდრე დიუმას არისტოკრატმა ბაბუამ (მამის მხრიდან) – მარკიზ დავი დე ლა პაიეტრიმ (1714-1786 წლები),რომელიც საფრანგეთის არმიის არტილერიის გენერალი გახლდათ,გარკვეული ხნის მანძილზე,კარიბის ზღვაში მდებარე ჰაიტის კუნძულზე იმსახურა,რა დროსაც დაქორწინდა ადგილობრივ შავკანიან მონა-ქალზე მარი კესეტი-დიუმაზე.მეტად საინტერესოა ის გარემოება,რომ მარი კესეტი-დიუმას გარდაცვალების შემდეგ,დიუმა “უფროსი”-ს ბაბუამ,საკუთარი ოთხივე შვილი,რაოდენ ამაზრზენი და გასაოცარიც არ უნდა იყოს,ჰაიტის კუნძულზევე გაყიდა – მონად.თუმცა ერთი პირობით: მან უფროსი ვაჟის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.პარიზში დაბრუნებულმა ალექსანდრეს ბაბუამ მეორედაც იქორწინა.თავისი უფროსი ვაჟი კი (ანუ დიუმას მამა),მონობიდან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გამოისყიდა,თუმცა ისიც გამოსყიდვის შემდეგ ოფიციალურად გააშვილა.
რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ,მარკიზი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა იმას,რომ მის ვაჟს – თომა-ალექსანდრეს,საფრანგეთის არმიაში თავისი ნამდვილი გვარით – დე ლა პაიეტრით ესარგებლა.სწორედ ამიტომ გახდა კიდეც იძულებული თომა-ალექსანდრე,დედის გვარზე (დიუმაზე) გადასულიყო და ამ გვარით განეგძო,როგორც სამხედრო სამსახური,ასევე,ზოგადად – ცხოვრებაც.შესაბამისად,მისი შემდგომი შთამომავლები მხოლოდ – დიუმას გვარის მატარებლები შეიქმნენ.რომ არა გენიალური ფრანგი მწერლის ბაბუას ყოვლად ამორალური და უზნეო გადაწყვეტილება,ალექსანდრე “უფროსი” დიუმა დღეს ცნობილი იქნებოდა,როგორც – ალექსანდრე დე ლა პაიეტრი… (ავტორი გენია.ჯი)
თომა-ალექსანდრე დიუმა დავი დე ლა პაიეტრი (ალექსანდრეს მამა)