ნაპოლეონ ბონაპარტის რჩეული ცხენი – “მარენგო”

გენიალური ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ ბონაპარტის პირად თავლაში სულ 130 საუკეთესო ჯიშის ცხენი იმყოფებოდა,თუმცა მათგან,განსაკუთრებით,ჩია ტანის კორსიკელს,ჩია ტანისვე თეთრი ფერის არაბული რაში (ულაყი) – “მარენგო” უყვარდა.აღნიშნული ცხენი ნაპოლეონის ხელში ეგვიპტეში წარმოებული სამხედრო კამპანიის შემდეგ (1799-1800 წლები) აღმოჩნდა.თავისი სახელწოდება კი,საფრანგეთისა და ავსტრიის არმიებს შორის გამართული – “მარენგოს ბრძოლაში” ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად მიიღო,სადაც ბონაპარტი სწორედ ეგვიპტიდან ახლად ჩამოყვანილ ცხენზე იყო ამხედრებული. (ავტორი გენია.ჯი) როგორც თვითმხილველების გადმოცემებით ირკვევა,მარენგოსა და ნაპოლეონს შორის ურთიერთმსგავსება არა მარტო ჩია სიმაღლე იყო,არამედ ისინი ერთმანეთს სხვა თვისებებითაც ჰგავდნენ.კერძოდ,ორივე გამოირჩეოდა სიმამაცით; ფლობდნენ ორგანიზმის უკიდურესად იშვიათ თვისებებს; იყვნენ დაუღალავნი; თუკი ნაპოლეონს სამი საათი ჰყოფნიდა გამოსაძინებლად,მარენგოს დღე-ღამეში მაქსიმუმ ხუთი საათი ეძინა და ასე შემდეგ.

მარენო ნაპოლეონს თან ახლდა აუსტერლიცთან 1805 წელს გამართულ ბრძოლაში.გარდა ამისა,ვაგრამის ბრძოლაში (1809 წელი),იენა-აუერშტედტის ბრძოლაში (1806 წელს),პროისიშ-აილაუს ბრძოლაში და რუსეთში შეჭრისა და უკან დახევის დროს (1812 წელს).საინტერესოა ის გარემოება,რომ ნაპოლეონის საბოლოო დამარცხებამდე მცირე ხნით ადრე,ბონაპარტი მარენგოს ზურგიდან ჩადმოვარდა,რაც მანამდე არასოდეს მომხდარა.ეს ფაქტი კი,ერთობ ცუდ ნიშნად იქნა ფრანგულ ჯარში მიჩნეული.იმ ფრანგმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა,რომლებმაც იმპერატორის ცხენიდან ჩამოვარდნა იხილეს,ავი წინათგრძნობის შედეგად მორალურად დაეცნენ. 1815 წლის 15 ივნისს,ვატერლოოსთან გამართული გადამწყვეტი ბრძოლისას,ნაპოლეონი და მარენგო კვლავაც განუყრელად ერთად იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ბრძოლაში განვითარებული მოვლენების გამო,ბონაპარტისდა საუბედუროდ,მისი უსაყვარლესი ცხენი – მარენგო,ინგლისელ მეომრებს ჩაუვარდათ – “ტყვედ”,რის შემდეგაც იგი,როგორც ალაფი,ინგლისში,გენერალ-გრენადერ ანგერშტეინს გაუგზავნეს ძღვნად.შესაბამისად,ნაპოლეონმა ვატერლოოს ბრძოლაში საბოლოოდ დაკარგა თავისი უსაყვარლესი ცხენი – “მარენგო”,რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა პატრონს.არაბულმა ულაყმა კი,მოუსვენარი ნაპოლეონიდან,მშვიდ გარემოში გადაინაცვლა და ინგლისშივე აღესრულა.მისი სიკვდილის შემდეგ,მარენგოსაგან დამზადებული იქნა ფიტული,რომელიც ლონდონის სამხედრო მუზეუმში იქნა წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი)

ნაპოლეონი და მარენგო ბერლინში

ნაპოლეონი და მარენგო “ვაგრამის ბრძოლაში”

ნაპოლეონი და მარენგო “აუსტერლიცის ბრძოლაში”

ნაპოლეონი და მარენგო “პროისიშ-აილაუს ბრძოლაში”

ნაპოლეონი და მარენგო “ალმოკიდებულ მოსკოვში”

ნაპოლეონი და მარენგო “რუსეთიდან უკან დახევის დროს”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>