ნიკო სამადაშვილი – “გარეთ”

გამოვალ გარეთ,გავიხურავ უიღბლო ჭიშკარს,

მივესალმები ჩემ ეზოს წინ ატუზულ ხეებს,

ტუჩზე შემრჩება ამღვრეული ბედის ჭაშნიკი

და სინანული,სივალალე გაშვერილ ხელებს.

* * *

დავიღუპები,ისე როგორც შეჰფერის ოხერს,

მუხის კივილი ზარდამცემი წავა-წამოვა,

საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ,

საუკუნეებს – დასაბამი რომ მოაძოვა.

კომენტარის დატოვება