რომაული ციფრი IV – (ეპიზოდი)
საინტერესოა ის გარემოება,რომ დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი და დამკვიდრებული რომაული ციფრი – “IV”,ხმარებაში შემოტანილი იქნა არა მაშინ,როდესაც პირველად იქნა გამოყენებული ეტრუსკების მიერ რომაული ნიშნების სისტემა რიცხვებისა (ძვ.წ.აღ-ით 500 წელს),არამედ მხოლოდ და მხოლოდ XIX საუკუნეში.სწორედ აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო კაცობრიობამ ორი სიმბოლოსაგან (I და V) შემდგარი ციფრების ერთობლივი კომბინაციის მასობრივად გამოყენება,როგორც ოთხიანის აღმნიშვნელი ციფრისა.თავად რომაელები კი,ოთხიანს წერდნენ არა როგორც IV,არამედ,როგორც – IIII.ამის მიზეზი კი გახლდათ ის,რომ ძველ რომაულ მითოლოგიაში ჭექა-ქუხილისა და ელვის ღმერთის – იუპიტერის სახელწოდებაც IV-დან (IVPPITER) იწყებოდა. (ავტორი გენია.ჯი)