პაბლო რუის ი პიკასო – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,გენიალურ ესპანელ მხატვართან,სკულპტორთან და გრაფიკოსთან – პაბლოს რუის ი პიკასოსთან (1881-1973 წლები),რომელიც ბაზარში პროდუქტების შესაძენად იყო წასული,ერთი ახალგაზრდა ქალი მიიჭრა და აღფრთოვანებულმა შესძახა:
- ბატონო პიკასო! მე,თქვენი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ! ნუთუ არ შეგიძლიათ სამახსოვროდ რაიმე დამიხატოთ? – და პაბლოს სუფთა ფურცელი გაუწოდა.
მხატვარი,ახალგაზრდა ქალის შეთავაზებულს სიამოვნებით დათანხმდა და მიწოდებულ ფურცელზე სულ რამდენიმე წამში სურათი დაუხატა და გადასცა:
- ეს ნახატი მალე მილიონი ეღირება, – ღიმილით მიმართა პიკასომ უცხო ახალგაზრდა ქალს.
- როგორ,ბატონო,პიკასო? – შესძახა გაოცებულმა ქალმა, – თქვენ ხომ ამ მინიატურული შედევრის დახატვას სულ რაღაც 30 წამი მოანდომეთ?!
- კეთილო ქალბატონო! მე მთელი 30 წელიწადი დავხარჯე იმისათვის,რომ ასეთი მინიატურული შედევრები 30 წამში შემექმნა, – მიუგო პიკასომ ქალს,მოწიწებით თავი დაუკრა და გზა განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი)