მოზეს ისეგავა
მოზეს ისეგავა - დაიბადა 1963 წლის 10 აგვისტოს უგანდის დედაქალაქ კამპალაში.იგი წარმოადგენს ერთ-ერთ გამოჩენილ უგანდელ მწერალს,რომელიც გახლავთ ნიდერლანდების მოქალაქე და წერს ინგლისურ ენაზე.წარმომავლობით მოზესი კათოლიკური ოჯახიდან გახლდათ,რომელიც საშუალო ფენის მოსახლეობის კლასს განეკუთვნებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სწავლაც კათოლიკურ სემინარიაში დაიწყო და მისი დასრულების შემდგომ,უგანდის ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს “მაკერერეს უნივერსიტეტში” ჩაირიცხა.უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა.1990 წელს საცხოვრებლად მოზესი ნიდერლანდებში გადავიდა და მალევე შეისწავლა ნიდერლანდური ენა,რის შემდეგაც 1995 წელს ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა.იგი ნდერლანდების ქალაქ ბევერვეიკში ცხოვრობდა და ამ პერიოდს უკავშირდება მისი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლაც.1998 წელს აქვეყნებს რომანს,სახელწოდებით “აბისინიური ქრონიკები”,2004 წელს აქვეყნებს რომანს “წინასწარგანზრახული მოქმედება”.2005 წელს კი მოზესი ბრუნდება მშობლიურ უგანდაში და მალევე (2007 წელს),აქვეყნებს რომანს “ცრემლების ომი”.მოზესის მიერ დაწერილმა რომანმა “აბისინიური ქრონიკები” მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა და იგი თარგმნილ იქნა 15 სხვადასხვა უცხო ენაზე.ამ ნაწარმოების გამოქვეყნების შემდგომ მას ლიტერატურულ წრეებში “უგანდელი მარკესიც” კი უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელ დღესაც მოზეს ისეგავა აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში და როგორც დიდი მწერალი,განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს უგანდასა და ნიდერლანდებში.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ მოზესს ნიდერლანდებში ნიდერლანდელ მწერლად მოიხსენიებენ,ხოლო უგანდაში კი უგანდელ მწერლად.