სალვადორ დალი წერდა…

” …მე,ჩემდათავად,არავითარი რწმენა არ გამაჩნია და ვშიშობ,სასუფევლის დამკვიდრების შანსიც მცირე მაქვს”.

* * *

“სიურეალისტური რევოლუციის წამომწყებმა,დიალექტური მატერიალიზმიც ვიწვნიე და ნაციონალ-სოციალიზმის ფსევდოლიბერალური დოქტრინის მითებისა თუ სისხლის შედეგებიც.ღვთისმეტყველებაც შევისწავლე და ყველაფერს,რასაც ოფლითა და ცრემლით მივაღწიე,მხოლოდ საკუთარ თავს ვუმადლი.ოღონდ ეგეცაა – მთელი ჩემი ესპანელობის მიუხედავად,ფანატიზმამდე მისული ჩემი მცდელობებისა და ექსპერიმენტების მიუხედავად,არასოდეს წამცდენია სული,პოლიტიკაში გავრეულიყავი”.

* * *

“სულერთია,სოციალური კიბის რომელ საფეხურზე დგას მავანი,რა გარეგანი ხიბლი და ბრწყინვალებაც არ უნდა ახლდეს მის ყოფას,უეცრად მაინც ეუფლება სიკვდილის სამყოფელში დაბრუნების ჟინი.სწორედ ასევე,ჯარისკაციც,როცა ტყვიით განგმირული ეცემა ბრძოლის ველზე და ბოლო ამოძახილით დედას უხმობს,ამით ხელახლა ჩასახვას ლამობს”.

* * *

“გინდაც ადამიანს არც გააჩნდეს სიკვდილის წუთის ამ თვალისამხელი გამოცდილების მოთხოვნილება,ძილის მეშვეობით დროდადრო მაინც ეზიარება – მეტ-ნაკლებად – ამგვარ ხელოვნურ სიკვდილს”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ადამიანის სხეულის ყველაზე ფილოსოფიური ორგანო მისივე ყბებია”.

* * *

“გვეყო უარყოფა – ახლა მტკიცებათა ჟამია დამდგარი!

გვეყო დანაწევრება – ახლა გაერთიანება და სუბლიმირებაა საჭირო!

ავტომატიზმს სტილი უნდა დავუპირისპიროთ,სკეპტიციზმა – რწმენა,ნიჰილიზმს – გამოსახვის ტექნიკა,კოლექტივიზმს – ინდივიდუალიზმი და იერარქია,უთავბოლო ექსპერიმენტებს – ტრადიცია”.

* * *

“თუ ახლა აწმყოსაც მივაპყრობთ მზერას,თუმც კი ნიჭიერებით ჩემზე ბევრად აღმატებულთა შეუფასებლობა არ მჩვევია – დიახ,ამას ათიათასჯერ გავიმეორებ – არავის ცოცხალი თავით ქვეყნად ადგილს არ გავუცვლიდი,მით უფრო – არავის თანამედროვეთაგან”.

* * *

“სალვადორ – ამ სახელის მატარებელს თავად განგებამ მარგუნა – არც მეტი,არც ნაკლები – თანამედროვე ხელოვნების სულიერი სიღატაკისაგან მეხსნა მხატვრობა”.

* * *

“ჩემი ნება რომ ყოფილიყო,იმ ეპოქაში ვისურვებდი ცხოვრებას,სადაც არაფერი იქნებოდა “გადასარჩენი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“დამყოლი გახლდით,მაგრამ – მაძიებელი!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>