რეი ბრედბერის რომანი – “451 გრადუსი ფარენჰაიტით” – (ეპიზოდი)
დიდმა ამერიკელმა მწერალმა – რეიმონდ დუგლას (რეი) ბრედბერიმ,თავისი ყველაზე ცნობილი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მქონე ანტიუტოპიური რომანის – “451º ფარენჰაიტით” დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა,რაც გაეცნო უცნობი ავტორის მიერ დაწერილ გამოუქვეყნებელ თხზულებებს – “მეხანძრეები” და “ქვეითი”. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ როდესაც ბრედბერმა აღნიშნულ რომანზე მუშაობის დაწყება გადაწყვიტა,საბეჭდი მანქანა არ გააჩნდა,რის გამოც იგი ლოს-ანჯელესის საჯარო ბიბლიოთეკიდან დაიქირავა.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,პირველად რომანის ცალკეული ნაწილების გამოქვეყნება, 1953 წელს – ჰიუ მარტსონ ჰეფნერის მიერ ახლად დაარსებულ ამერიკულ ჟურნალში - “Pleyboy”-ში დაიწყო.თუმცა,ბრედბერის ნაწარმოები გამოქვეყნებისთანავე მოექცა მკაცრი ცენზურის ქვეშ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ რიგმა გამოცემებმა რომანის არასრული ვერსიების გამოქვეყნება დაიწყეს,რამაც თავის მხრივ ავტორი ძალიან გაანაწყენა.იგი გამომცემლობებისაგან კატეგორიულად მოითხოვდა,რომ შეეწყვიტათ შემოკლებული ვერსიების გამოცემა-გამოქვეყნება.საბოლოოდ,რეი ბრედბერმა თავისას მიაღწია და 1980 წლიდან,თავისი ანტიუტოპიური რომანის – “ ”451º ფარენჰაიტით” სრულყოფილი ვერსიის სახით გამოცემა მაინც შეძლო. (ავტორი გენია.ჯი)