ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”
დიდ ამერიკელ გამომგონებელს ელექტრიფიკაციის სფეროში და მეწარმეს – ტომას ალვა ედისონს (1847-1931 წლები),მიჩიგანის შტატში მდებარე ქალაქის – პორტ-ჰურონის იმ სკოლის მასწავლებლები,სადაც იგი სწავლობდა,ახასიათებდნენ,როგორც შეზღუდული გონების მქონე ბავშვს და შენიშნავდნენ,რომ ტომასი ძალინ ბრიყვი იყო იმისათვის,რომ რაიმე განათლების მიღება შეძლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამის გამო გამოიყვანა დედამ – ნენსი ელიოტმა ვაჟიშვილი სულ რაღაც სამ თვეში სკოლიდან და თავად დაიწყო მის პირველად განათლებაზე ზრუნვა.მალევე,ედისონი პორტ-ჰურონის სახალხო ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი გახდა და სხვა უამრავ წიგნთან ერთად,გაეცნო – “დიდი ბრიტანეთის ისტორიას”,”რომის იმპერიის ამაღლებას და დაცემას”,”რეფორმაციის ისტორიას” და სხვა ნაწარმოებებს.თუმცა,მის შემდგომ ბედზე,განსაკუთრებული როლი ითამაშა გენიალური ინგლისელი ქიმიკოსისა და ფიზიკოსის – მაიკლ ფარადეის ნაშრომების გაცნობამ.მიუხედავად ამისა,მომავალი გამომგონებლის წარუმატებლობები ამით არ ამოწურულა: ტომასი – “არასაკმარისი პროდუქტიულობისათვის”,ორჯერ დაითხოვეს სამსახურიდან.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ედისონს ხელი მაინც არ ჩაუქნევია და თვაის მისწრაფებებისათვისათვის ფრთების შესხმას შეუდგა.მას მრავალი ექსპერიმენტის ჩატარება მოუწია იმისათვის,რომ – ელექტრო-ნათურა გამოეგონებინა.როგორც ცნობილია,ტომასმა ელექტო-ნათურის გამომგონების პროცესში 1 000 წარუმატებელი ექსპერიმენტი ჩაატარა ზედიზედ.მას შემდეგ,რაც ახალგაზრდა გამომგონებლს თავისმა ინოვაციურმა ქმნილებამ (ელექტრო-ნათურამ) საყოველთაოდ გაუთქვა სახელი,ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა: ” – როგორი განცდა გქონდათ,როდესაც ზედიზედ 1 000-ჯერ დაუშვით შეცდომა ექსპერიმენტების ჩატარების პროცესში?” – რაზეც დიდმა ამერიკელმა გამომგონებელმა უპასუხა: ” – მე, 1 000-ჯერ არ შევმცდარვარ.უბრალოდ,ელექტრო-ნათურის გამოგონებისათვის 1 000 ნაბიჯის გადადგმა დამჭირდაო”. (ავტორი გენია.ჯი)