წმინდა ივო ბრეტონელის შესახებ…
რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ – იურისტების,ღატაკებისა და ქვრივ-ობლების მფარველ წმინდანად აღაირებულია ფრანცისკანული სამონასტრო ორდენის სასულიერო პირი და საეკლესიო მსაჯული – წმინდა ივო ბრეტონელი (1253-1303 წლები).იურისპოდენცია პარიზის უნივერსიტეტში შეისწავლა,ხოლო კანონიკური საეკლესიო სამართალი კი ორლეანის უნივერსიტეტში. (ავტორი გენია.ჯი) 1280 წელს,ბრეტონიში დაბრუნების შემდგომ,ეპარქიალურ მსაჯულად დანიშნეს. 1284 წელს საეპისკოპოსო სასამართლოს მოსამართლეობა ანდეს.ივო თავგამოდებით იცავდა რომის კათოლიკური ეკლესიის უფლებებსა და ინტერესებს.იგი კატეგორიულად მოითხოვდა საერო ხელისუფლებისაგან,რომ ეკლესიის საქმეებში არ ჩარეულიყვნენ და მისგან თავი შორს დაეჭირათ.განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ყურადღებით ეპყრობოდა ისეთი დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს,როგორებიც გახლდნენ – ღატაკები,მოწყალების მთხოვნელები და სხვები.ივო მონაწილეობას იღებდა არა მარტო საეკლესიო სასამართლო დავებში (როგორც მოსამართლე),არამედ სამოქალაქო სასამართლო დავებშიც.თუმცა,ნიშანდობლივია,რომ სამოქალაქო სასამართლო დავების დროს,დიდსულოვანი ფრანგი სასულიერო პირი,გაღატაკებული სოციალური ფენის წარმომადგენლების დაცვის დროს,სრულიად უსასყიდლოდ ასრულებდა ადვოკატზე დაკისრებულ მოვალეობებს,რასაც რაღა თქმა უნდა,მას არავინ ავალდებულებდა.მისი კეთილშობილური ქმედებების გამო,მადლიერმა ხალხმა ივო ბრეტონელს – “ღარიბთა ადვოკატი” უწოდა.ეწეოდა ასკეტური და მოკრძალებული ცხოვრების წესს.ბრეტონელის სახელთან ასოცირდება მრავალი საავადმყოფოს,ბავშვთა სახლისა და უსახლკარო ადამიანთათვის თავშესაფრების აგება.კათოლიკურმა ეკლესიამ – ივოს წმინდანად შერაცხა 1347 წელს განახორციელა.აღნიშნული მოვლენის განვითარებაში კი უდიდესი როლი ითამაშა ერთმა მნიშვნელოვანმა გარემოებამ.კერძოდ,ივო ბრეტონელმა ერთი პურის საშუალებით,სასწაულებრივად შესძლო ასეულობით დამშეული ადამიანის გამოკვება.მას შემდეგ,რაც ივოს კანონიზირება განხორციელდა და იურისტების,ღატაკებისა და ქვრივ-ობლების მფარველ წმინდანად აღიარეს,წმინდა ივოს,ხატებზე ყოველთვის სასამართლო მანტიით შემოსილს გამოსახავენ. (ავტორი გენია.ჯი)
ხატი,სახელწოდებით – “წმინდა ივო გასცემს მოწყალებას”