ნიკიტა ხრუშჩოვი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი – ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971 წლები),ხელოვნების საკითხებში ერთობ გაუთვითცნობიერებელი პიროვნება გახლდათ.(ავტორი გენია.ჯი) მისთვის სრულიად გაუგებარი და უცხო რჩებოდა ავანგარდული და სხვა სახელოვნებო მიმდინარეობების არსი,რის გამოც საბჭოთა ავანგარდისტ მხატვრებს დიდი სკანდალიც კი მოუწყო 1962 წელს მოსკოვში მდებარე მანეჟის ისტორიულ შენობაში გამართული ავანგარდული ხელოვნების გამოფენის მიმდინარეობისას.მის ანტიპათიას განსაკუთრებით იმსახურებდა ეკატერინებურგში დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე რუსი ავანგარდისტი სკულპტორი – ერნსტ ნეიზვესტნი (მოგვიანებით აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო),რომელიც სწორედ ის ერთ-ერთი მხატვარი იყო,ვინც ნიკიტამ 1962 წელს გამოლანძღა.” – რატომ უმახინჯებ სახეებს საბჭოთა ხალხს?” – მიმართა განრისხებულმა გენსეკმა ხელოვანს და იქვე დაამატა,რომ მისი შემოქმედება – “დეგენერატულ ხელოვნებას” წარმოადგენდა (ცნობისათვის,ნეიზვესტნის სკულპტურული შემოქმედება გამორჩეული გახლდათ ექსპრესიულობითა და მძლავრი პლასტიციზმით.მისი ნამუშევრების უმეტესობა კი ციკლების სახით იყო შექმნილი).მას შემდეგ წლები გავიდა…
1971 წლის 11 სეტქმბერს ნიკიტა ხრუშჩოვი მოსკოვში გარდაიცვალა.იგი დაკრძალული იქნა ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე.”ბედის ირონიით” კი,მისი საფლავისათვის ქანდაკების დამზადება,ნიკიტას ოჯახის წევრებმა სწორედ იმ მოქანდაკეს სთხოვეს,რომლის ხელოვნების მიმართაც იყო განწყობილი აგრესიულად სიცოცხლეში ხრუშჩოვი.მიუხედავად ამისა,გარდაცვლილ საბჭოთა გენსეკს რაღა თქმა უნდა აზრს ვერავინ ჰკითხავდა, და მის საფლავზე აღიმართა კიდეც ხრუშჩოვის მიერ მოძულებული მოქანდაკის – ერნსტ ნეიზვესტნის შექმნილი ავანგარდული მიმდინარეობის მქონე ქანდაკება. (ავტორი გენია.ჯი)
ნიკიტა ხრუშჩოვის საფლავზე აღმართული – ერნსტ ნეიზვესტნის მიერ შექმნილი ქანდაკება
ერნსტ ნეიზვესტნი