იცით თუ არა,რომ
1. მალტის დედაქალაქ – ვალეტაში,რომელსაც სახელი მალტის ორდენის დიდი მაგისტრის – ჟან პარიზო დე ვალეტას (1495-1568 წლები) საპატივცემულოდ ეწოდა,ისევე,როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით,არც ერთი მდინარე არ მიედინება.საყურადრებოა ის გარემოებაც,რომ მალტის რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში,სადაც მდინარე არ არსებობს.
2. ფაშისტური გერმანიის საჭერთმპყრობელს – ადოლფ ჰიტლერს,გერმანიაშივე მდებარე ქალაქ – აშერსლბენის “საპატიო მოქალაქის” წოდება მხოლოდ და მხოლოდ 2006 წელს ჩამოართვეს.თუმცა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,იგი დღემდე რჩება ჩეხეთში განთავსებული ქალაქის – ლანშკროუნის “საპატიო მოქალაქედ”.
3. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში განთავსებული შამპანურის ქარხანა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფრონტისთვის,ეგრეთ წოდებულ “მოლოტოვის კოქტეილებს” და “მშრალ სპირტს” აწარმოებდა.ომის დასრულების შემდეგ კი,ქარხანა კვლავაც ტრადიციული პროდუქტების გამოშვებას შეუდგა.
4. 2006 წელს რუმინეთის სააპელაციო სასამართლომ,ქვეყნის ნაცისტი ექს პრემიერ-მინისტრი,დიქტატორი და ადოლფ ჰიტლერთან ალიანში მყოფი - იონ ანტუნესკუ,რომელიც ქვეყანას ფაშისტური მეთოდებით მართავდა და რომელიც სიკვდილით იქნა დასჯილი ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო – უდანაშაულოდ სცნო.რუმინეთის სააპელაციო სასამართლოსვე განჩინებით კი,მეორე მსოფლიო ომში რუმინეთის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანია – ლეგიტიმურად აღიარა. (ავტორი გენია.ჯი)
5. გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰამბურგში,რომელიც დაარსებული იქნა 889 წელს,ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ხიდია განათვსებული.თუკი ამსტერდამსა და ლონდონში ხიდების რაოდენობა თითოეულში 1200-ს,ხოლო ვენეციაში 400-ს შეადგენს,გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქში – 2 300-ზე მეტი ხიდია გადებული.
6. მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს უწყვეტად მოქმედ საწარმოდ,რომელსაც დაარსების დღიდან 2006 წლამდე ფუნქციონირება არ შეუწყვეტია (ანუ მთელი 1400 წლის მანძილზე),აღიარებულია იაპონური საოჯახო სამშენებლო კომპანია – “კონგო გუმი”.იგი დაარსებული იქნა 578 წელს და ფუნქციონირებდა 2006 წლამდე.
7. ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ესექსის საგრაფოში განათავსებული “გრინსთედის ეკლესია”,დღემდე შემორჩენილ უძველეს ხის ეკლესიად არის აღიარებული მსოფლიოში.იგი აგებული იქნა 845 წელს.
8. მსოფლიოს რიგით მეოთხე ჩემპიონი ჭადრაკში – ალექსანდრე ალიოხინი (რუსეთი),თავისი ცხოვრების განმავლობაში ოთხჯერ იყო დაქროწინებული.საინტერესოა ის გარემოება,რომ მისი ოთხივე მეუღლე,ალექსანდრეზე მინიმუნ ათი წლით იყვნენ უფროსები. (ავტორი გენია.ჯი)
9. ავსტრალიელი აბორიგენები,იმ ტურისტებს,რომლებიც ქვეყნის ჩდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ოვალური ფორმის მქონე ულამაზეს მასიურ კლდეს – “ულურუ”-ს სტუმრობენ – “შავ ჭიანჭველებად” მოიხსენიებენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ ბუნების საოცრებას წელიწადში,საშუალოდ 500 000 ტურისტი სტუმრობს.
10. 1976 წელს კანადის ქალაქ მონრეალში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე,მასპინძელმა სპორტსმენებმა ვერც ერთი ოქროს მედალი ვერ აიღეს (მათ მხოლოდ 5 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხეს).ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა ოლიმპიადების ისტორიაში,სადაც ტურნირის მასპინძლებს არც ერთი მთავარი ჯილდო არ მოუპოვებიათ.