ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული გერბი
ცენტრალურ აზიაში მდებარე – ყირგიზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დამადასტურებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო – „ყირგიზეთის ეროვნული გერბი”,დამტკიცებული იქნა 1994 წლის 14 იანვარს ქვეყნის უმაღლესი საბჭოს – “ჟოგორკუ კენეშა”-ს მიერ (ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანო,იგივე – პარლამენტი).მისი მოდელი შეიმუშავეს ბავშვთა სამხატვრო სკოლის დირექტორმა – ასეინ აბდრაევმა და ს.დუბანაევმა.გერბზე გამოსახულია ფრთებგაშლილი შავარდნისნაირთა რიგის ფრინველი – სონღული,რომელიც თავის მხრივ,უდიდესი ყირგიზული ეპოსის – მანასის მიხედვით,ყირგიზების გაერთიანების სიმბოლოდაა აღიარებულიააღნიშნულ ეროვნულ გერბზე კი იგი ასოცირდება ქვეყნის აბსოლუტურ დამოუკიდებლობასთან და თავისუფლებასთან.გარდა ამისა,მზის ფონზე გამოსახულია,ტიან-შანის მთათა სისტემაში მდებარე,”ყირგიზულ მარგალიტად” წოდებული – ისიქ-ქოლის ტბა,რომელიც შემოსაზღვრულია ალა-ტოოს კლდის ქედებით.აღნიშნული გამოსახულებები სიმბოლირდება – სიცოცხლის საწყისთან და ენერგიასთან.გერბის კომპოზიციის ორივე მხარეს გამოსახულია ხორბალი და ბამბა,რაც თავის მხრივ – კეთილდღეობასთან და ნაყოფიერებასთან ასოცირდება.გერბის ზემოთ და ქვემოთ მხარეებზე გაკეთებულია ყირგიზულენოვანი წარწერა – “ყირგიზეთის რესპუბლიკა”. (ავტორი გენია.ჯი)