ლეო XIII – “ეპიზოდი”
რომის კათოლიკური ეკლესიის იტალიელ საჭეთმპყრობელს ლეო XIII-ს (1810-1903 წლები),რომელმაც თავისი მოღვაწეობის განმავლობაში წინამორბედ პაპებზე გაცილებით მეტი – 88 ენციკლიკა გამოაქვეყნა (საჯარო წერილი,რომლითაც პაპი მიმართავს მთელ ეკლესიას სამოძღვრო,ზნეობრივ ან სოციალურ საკითხებზე) და რომელსაც ასევე ეკუთვნის რეკორდი რომის პაპთა შორის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლისა (93 წელიწადი იცოცხლა),განსაკუთრებით უყვარდა XIX საუკუნის ევროპასა და ამერიკაში ერთობ პოპულარული ღვინის – “მარიანი”-ს მირთმევა. (ავტორი გენია.ჯი) ამაში საკვირველი ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნლოვანი გარემოება.კერძოდ,ფრანგი ქიმიკოსის – ანჯელო მარიანის მიერ 1863 წელს ბორდოს ღვინის ბაზაზე დამზადებული – მარიანის ღვინო,შეცავდა ერითლოქსილონისებთა ოჯახის მცენარის – კოკაინის ხის ფოთლებისაგან დამზადებულ ექსტრატს.როგორც ცნობილია,თითოეულ უნცია სასმელში გამოყენებული იყო 6 მილიგრამი სუფთა კოკაინი,ხოლო საექსპორტო ნაწარმში კი – 7,2 მილიგრამი.მარიანის ღვინის მწარმოებლების რეკომენდაციის მიხედვით,თითოეულ ადამიანს,დღეში,საშუალოდ სამი ბოკალი მარიანის ღვინო უნდა მიერთვა,რომელშიც თავის მხრივ, 100 მილიგრამის შემცველი კოკაინი იყო გამოყენებული.ლეო XIII-ს უახლოესი გარემოცვის ცნობების თანახმად,რომის პაპს იმდენად უყვარდა აღნიშნული ღვინო,რომ სპეციალურ ჭურჭელში ჩასხმულ კოკაინის შემცველ მარიანის ღვინოს მუდმივად თან დაატარებდა,ხოლო მისი შემქმნელი – ანჯელო მარიანი კი,ოფიციალურად დააჯილდოვა ვატიკანის ოქროს მედლით. (ავტორი გენია.ჯი)
ანჯელო მარიანი
მარიანის ღვინის რეკლამა