რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ნორვეგიელთათვის – სკრეპი?
1899 წელს ნორვეგიელი გამომგონებელის,საპატენტო ბიუროს კლერკისა და ინჟინრის – იუჰან ვოლერის (1866-1910 წლები) მიერ შექმნილი და დაპატენტებული ერთ-ერთი საკანცელარიო ნივთი – სკრეპი,ნორვეგიელთათვის უდიდესი სიმბოლური დანიშნულების მქონე საგანია. (ავტორი გენია.ჯი) 1940 წელს გერმანული მესამე რაიხის ჯარები სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარე ნორვეგიის სამეფოში შეიჭრნენ და მისი ოკუპაცია მოახდინეს.ნორვეგიის პოპულარულმა მეფემ ჰოკონ II-ემ,სასტიკი უარი განაცხადა ფაშისტებთან თანამშრომლობაზე,რის იძულებული გახდა ოჯახითურთ ემიგრაციაში წასულიყო.მიუხედავად დევნილობისა,ლონდონში მყოფი მეფე ნორვეგიის ხელისუფლების სათავეში,ოფიციალურად მაინც რჩებოდა.გერმანელმა ფაშისტებმა,ქვეყნის ხელისუფლებაში – დიდკუნ ქუისლინგის კოლაბორაციონული რეჟიმი მოიყვანა.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ნორვეგიის კოლაბორაციონულმა რეჟიმმა გერმანელი ფაშისტების რეკომენდაციით,მოსახლეობას კატეგორიულად აუკრძალა ისეთი ნივთების ტარება (მათ შორის ფოლაქების),რომლებზეც ნორვეგიის მეფის ინიციალები იყო დატანილი.იმ შემთხვევაში,თუკი ასეთი ინიციალების მქონე ნივთზე წაასწრებდნენ ვინმეს,მას სასტიკად უსწორდებოდნენ.სწორედ მაშინ მოაგონდათ სკანდინავიური ქვეყნის შვილებს,თავიანთი თანამემამულის – იუჰან ვოლერის მიერ XIX საუკუნეში შექმნილი – სკრეპი… იმის სადემონსტრაციოდ,რომ არ ეპუებოდნენ საოკუპაციო რეჟიმს,ნორვეგიელებმა ტანისამოსებზე დაიწყეს სკრეპების გაკეთება.მათ მიერ განხორციელებულმა ამ მეტად უცნაურმა ფორმამ წინააღმდეგობისა,სკრეპი აქცია ნორვეგიელი ერის ერთობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ და მას იმდენად დიდი დანიშნულებაც კი შესძინეს,რომ ნორვეგიელი გამომგონებლის მიერ შექმნილ ქმნილებას, 1990 წლის იანვრის თვეში,ქვეყნის დედაქალაქ ოსლოში ძეგლი აუგეს (ზემოთ განთავსებული სურათი). (ავტორი გენია.ჯი)
ჰოკონ II
იუჰან ვოლერი