სიამის ნიანგი
სიამის ნიანგი – წარმოადგენს ქვეწარმავალთა რიგის წარმომადგენელს ნამდვილი ნიანგების ოჯახიდან,რომელთა გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ-აღმასავლეთ აზიაში მდებარე ქვეყნები – კამბოჯა,ინდონეზია,ტაილანდი,მალაიზია,მიანმარი,ლაოსი,ვიეტნამი და მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძული – კილიმანტანი.უპირატესობას ანიჭებს ჭაობში,ტბების სანაპიროებსა და ნელი დინების მქონე მდინარეებში ბინადრობას. (ავტორი გენია.ჯი) ზრდასრული სიამის ნიანგის სიგრძე 3 მეტრიდან 4 მეტრამდე მერყეობს,თუმცა რიგი სახეობის ნიანგებთან შეჯვარებული ეგზემპლარების სიგრძე კიდევ უფრო დიდია.ისევე,როგორც სხვა სახეობის ნიანგებს,გააჩნიათ წაგრძელებული დინგი,მოკლე ფეხები,კუდი და კიდურები დაფარული აქვთ სწორკუთხოვანი რქოვანი ფარებით,გააჩნიათ დიდი და მასიური კბილები,ხოლო ნესტოები და თვალები კი ზემოთ აქვთ აწეული,რაც მათ საშუალებას აძლევს წყლიდან მხოლოდ თვალები და ნესტოები ამოყონ.სიამის ნიანგების სქესოსობრივი მომწიფების ასაკი 10 წელია.წვიმების სეზონზე (აპრილსა და მაისში) აგებენ ბუდეებს,სადაც 20-დან 50-მდე კვერცხს დებენ.ინკუბაცია 80 დღის მანძილზე გრძელდება და როდესც პატარები კვერცხის ნაჭუჭებისაგან დაიხსნიან თავს,დედას ისინი უმალვე წყლისაკენ მიჰყავს. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,სიამის ნიანგები თავიანთ შთამომავლებზე განსაკუთრებით ზრუნავენ: ისინი მათ იცავენ სხვადასხვა მტაცებლებისა და რიგი საფრთხეებისაგან.სიამის ნიანგები იკვებებიან თევზებით,ამფიბიებით,ქვეწარმავლებითა და მცირე ზომის ძუძუმწოვარა ცხოველებით.
სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,დღეისათვის,ბუნებაში 5 000-მდე სიამის ნიანგი გვხვდება.ერთადერთი ქვეყანა,სადაც მისი გადაშენების საფრთხე არ არსებობს – კამბოჯაა და ამის მიზეზი გახლვათ,ქვეყანაში სპეციალურად შემოღებული პროგრამები,რომლებიც სწორედ მათი გადაშენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის გამიზნული (ანალოგიური პროგრამების განხორციელება მოგვიანებით ტაილანდმაც დაიწყო).საყურადღებოა ის გარემოება,რომ – სიამის ნიანგი,როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ქვეწარმავალი – “წითელ წიგნშია” შეტანილი. (ავტორი გენია.ჯი)