ამბიდექსტრია

ამბიდექსტრია – წარმოადგენს ადამიანის გენეტიკურად თანდაყოლილ ან სპეციალური ვარჯიშის შედეგად გამომუშავებულ უნარს,მარჯვენა და მარცხენა ხელის კიდურების ერთნაირი სიმარჯვით,სწრაფად და ეფექტურად განვითარება-გამოყენებისა.როგორც მედიკოსები ირწმუნებიან,ამბიდექსტორებს ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბრად აქვთ განვითარებული და ძალუძთ სწრაფად შეაფასონ მათ ირგვლივ შექმნილი სიტუაციები.შესაბამისად,ისინი უმალვე იღებენ საჭირო გადაწყვეტილებებსაც. (ავტორი გენია.ჯი) სტატისტიკოსების ცნობის თანახმად,დედამიწაზე დაბადებული ბავშვების ერთ პროცენტს თანდაყოლილი ამბიდექსტრია გააჩნია.ასეთ ბავშვებს კი ორჯერ უფრო გართულებული აქვთ ენის შესწავლის უნარი და ემართებათ ეგრეთ წოდებული – “ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერქატიულობის სინდრომი”.ამბიდექსტრიის საპირისპირო მოვლენას,რა დროსაც ადამიანს გართულებული აქვს ორივე ხელის გამოყენების ფუნქცია – “ამბისინისტრია” ეწოდება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამბიდექსტორები გახლდნენ არა მარტო ისეთი გენიოსები,როგორებიცაა – ლეონარდო და ვინჩი,ნიკოლა ტესლა და ალბერტ აინშტაინი,არამედ მუსიკოსებიც – რინგო სტარი,ჯიმი ჰენდრიქსი,პოლ მაკარტნი,კურტ კობეინი,მსახიობი – ტომ კრუზი და სხვები.გარდა ამისა,დიდმა ინგლისელმა მწერალმა – ჯონ რონალდ ტოლკინმა,თავის ცნობილ ნაწარმოებში – “ჰობიტი,ანუ იქით აქეთ”,ზოგიერთი ელფი ამბიდექსტორებად წარმოგვიჩინა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>