კარლ ფრიდრიხ მაის შესახებ…
კარლ ფრიდრიხ მაი (1842-1912 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ გერმანელ მწერალს,პოეტს,კომპოზიტორსა და ავტორს მრავალი გახმაურებული სათავგადასავლო რომანისა (ძირითადად ინდიელებზე და ველურ დასავლეთზე).ღარიბი ოჯახიდან გამოსულმა კარლმნა მუშაობა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკსი დაიწყო.სწორედ იმ პერიოდში შეხვდა აშშ-იდან ახლად სახლში დაბრუნებულ ადამიანს,რომელმაც უამრავი საინტერესო ისტორია მოუყვა ველური დასავლეთის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობიდანვე ფანტაზიის მოყვარული მოზარდის მეხსიერებაში აღნიშნულმა ისტორიებმა უდიდესი კვალი დატოვეს,რამაც აქცია კიდეც იგი ინდიელებზე დაწერილი მრავალი ნაწარმოების ავტორად.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ კარლ ფრიდრიხ მაიმ ისე შეთხზა ინდიელებზე საოცარი რომანები,რომ ამერიკის კონტინენტზე ერთხელაც კი არ ჰქონდა ნამოგზაურები (მან აშშ-ი მოგზაურობა გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე შესძლო).საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ სანამ კარლი მწერლობას მოკიდებდა ხელს,საკმაოდ რთული და ხიფათიანი კრიმინალური ცხოვრების გავლა მოუწია…
1859 წელს იგი გამორიცხული იქნა ვალდენბურგის სემინარიიდან.თუმცა უფლება მიეცა სწავლა განეგრძო ქალაქ პლაუენის სემინარიაში,სადაც მას 1861 წელს ბრალი დასდეს მასთან ერთად ოთახში მაცხოვრებელი მეგობრის საათის ქურდობაში.კარლი დააკავეს და 6 კვირით ციხეში გამოამწყვდიეს.მას შემდეგ რაც განთავისუფლდა,ორი წელიწადი იმისათვის იბრძოლა,რომ როგორმე ლეგალურად ერჩინა თავი,თუმცა უშედეგოდ.ამის შემდგომ,ფულის სანაცვლოდ დაიწყო ბავშვებისათვის კერძო გაკვეთილების ჩატარება (რაც უკანონობად მიიჩნეოდა),თხზულებების წერა და მუსიკალური ნაწარმოებების წერა.მიუხედავად ამისა,მას უკვე იმდენად ჰქონდა სახელი გატეხილი,რომ მაის მშობლიური ქალაქის – ერნსტალის სხვადასხვა საცხოვრებელი სახლების კედლებზე შემდეგი სახის წარწერები ჩნდებოდა: “კარლ ფრიდრიხ მაის ეძებს პოლიცია,ქურდობისა და თაღლითობისათვის” (არის ცნობები,რომ მომავალი მწერალი მართლაც თაღლითობდა). (ავტორი გენია.ჯი) 1865 წელს ოთხი წლით გაამწესეს ეგრეთ წოდებულ “დისციპლინალურ სახლში”,საიდანაც სამი წელიწად ნახევარი ცვიკაუს ციხეში გაატარა.კარგი ყოფა-ქცევის გამო ციხის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად დანიშნეს და სწორედ ამ პრიოდში გაეცნო მომავალი მწერალი უამრავ სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებს.ის საინტერესო ეპიზოდები,რომელიც ყველაზე მეტად იქცევდა კარლის ყურადღებას,საკუთარ დღიურში დიდი გულისყურით აღნიშნავდა.მიუხედავად იმისა,რომ განთავისუფლების შემდეგ თავისი ცხოვრების სტილის შეცვლა სურდა,მაინც ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.მან კვლავაც თაღლითობასა და ქურდობას მიჰყო ხელი,რის გამოც 1869 წელს დააკავეს,თუმცა გაქცევა მოახერხა. 1870 წელს ბოჰემიაში (ჩეხეთი) გაქცეული მაი ისევ დაიჭირეს და ნიგერლადერსდორფის ციხეში გამოკეტეს.დაკითხვისას მაი თავის ნამდვილ სახელსა და გვარს ჩეხ გამომძიებლებს არ უმხელდა და აცხადებდა,რომ – ალბინ ვადებახი იყო.მოგვიანებით,მისი პიროვნების იდენტიფიცირება მაინც მოხერხდა და იმავე წელს კარლი,გერმანიის ქალაქ ვალდჰაიმის ციხეში გადაიყვანეს.დაკავებიდან ოთხი წლის გასვლის შემდგომ,მაი გაანთავისუფლეს და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი შესანიშნავი სამწერლო მოღვაწეობა.მშობლიურ ქალაქში,საკუთარ მშობლებთან დაბრუნებული კარლ ფრიდრიხ მაი სრულიად ჩაეფლო ლიტერატურულ სამყაროში და დაწერა რომანების ციკლი მის მიერვე გამოგონებული ინდიელი ბელადის – ვინეტუს შესახებ.გარდა ამისა,კარლის კალამს ეკუთვნის სხვა რომანებიც – “სანდო ხელი”,”ნავთობის პრინცი”,”ბაღდადიდან სტამბოლში”,”რობერ სიურკუფი” და სხვა.რადგანაც კარლს ციხეებში 12 წელიწადის გატარება მოუწია,სპეციალისტები ვარაუდობენ,რომ მან ლიტერატურული შემოქმედება ციხეში დაიწყო,თუმცა აღნიშნული ფაქტი დადასტურებული არ არის.გარდაცვალებამდე (1912 წლის 30 მარტი) ოთხი წლით ადრე,ინდიელებზე შექმნილი შესანიშნავი რომანების ავტორი აშშ-ს ეწვია და პირადად გაეცნო იმ ინდიელი ხალხის ყოფა-ცხოვრებასა და ველური დასავლეთის ჭეშმარიტ ბუნებას,რომელთა შეხსახებაც უამრავი ფანტასტიკური ამბავი ჰქონდა დაწერილი.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ კარლ ფრიდრიხ მაის მიერ შექმნილი რომანები,დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე ეკრანიზირებულ ნაწარმოებებად არიან ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი)