“რიჩარდ ნიქსონის 20 კაციანი პირადი მტრების სია”
ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მეხსიერებაში შედგენილი აქვს ეგრეთ წოდებული “შავი სია”,რომლებშიც შეყვანილი ჰყავთ არა მარტო დიდი ხნის მტრები და ყოფილი მეგობრები,არამედ ნათესავებიც კი. და როგორც წესი,რაც უფრო წარმატებული ხდება ესა თუ ის პერსონა,მით უფრო მრავლდება აღნიშნული ცხრილის წევრების ბინადართა რაოდენობა.(ავტორი გენია.ჯი) პოლიტიკოსები,უბრალო მოკვდავებისაგან სხვა უამრავი თვისების გარდა,იმითაც გამოირჩევიან,რომ მათი “შავი სიები” ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ძლიერი და გავლენიანი მტრებისაგან შედგება.
“მტრები რომ არ მყავდეს ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა”, – ამ საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამის ავტორი გახლავთ აშშ-ის რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი (1913-1994 წლები),რომელსაც თავის მხრივ გააჩნდა არაოფიციალური სახელწოდების მქონე სკანდალური “შავი სია”,სახელწოდებით – “ნიქსონის პირადი მტრების ოც კაციანი სია”.მასში შეყვანილნი იყვნენ რიჩარდის არა მარტო პოლიტიკური ოპონენტები,არამედ ჟურნალისტები,მსახიობები და სხვა რიგი პროფესიების ადამიანები.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ნიქსონის კარიერის “დასამარებაში” სწორედ აღნიშნული სიის ბიანდრებმა დაიდეს ლომის წილი.აქვე გაგაცნობთ რიჩარდ მილჰაუს ნიქსონის სკანდალურად ცნობილი “შავი სიის” რამდენიმე ბინადრის ვინაობებსა და მათ პროფესიებს: ედგარ ჯონ ჰუვერი (აშშ-ის გამოძიების ფედერალური სამსახურის დირექტორი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში); დანიელ ელსბერგი (ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი,რომელმაც პრესას გადასცა სკანდალური დოკუმენტები “1945-1967 წლების აშშ-სა და ვიეტნამის ურთიერთობებზე”); ელჯერ ჰისი (ამერიკელი დიპლომატი); ჰელენ დუგლასი (ამერიკელი მსახიობი და პოლიტიკოსი,რომელიც ნიქსონთან დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში); დანიელ შორი (ამერიკელი ჟურნალისტი); პოლ ლეონარდ ნიუმანი (დიდი ამერიკელი მსახიობი,კინორეჟისორი და ქველმოქმედი); მერი მაკგორი (ამერიკელი ჟურნალისტი და კოლუმნისტი); მაქსველ დაუნი (ერთ-ერთი ამერიკული სარეკლამო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი); მორტონ ჰალპერინი (ამერიკელი ექსპერტი საერთაშორისო-პოლიტიკურ საკითხებში); ლეონარდ უოდკოკი (ამერიკელი დიპლომატი და პირველი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში) და სხვები.
“მტრები რომ არ მყავდეს ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა”, – თავის დროზე ამბობდა რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი.თუმცა იგი ძალიან ცდებოდა,რადგან სწორედ პირადმა მტრებმა უქციეს ნიქსონს ცხოვრება “უოტერგეიტის სკანდალის” შედეგად – ჯოჯოხეთად… (ავტორი გენია.ჯი)
“რიჩარდ ნიქსონის 20 კაციანი პირადი მტრების სიის” კარიკატურა ამერიკულ პრესაში