საინტერესო განცხადება…
1960-იან წლებში სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მდებარე – ისრაელის სახელმწიფოს მოსახლეობა საშინელმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი გაზეთებში გამოქვეყნებული უამრავი უცნაური და შეიძლება თამამად ითქვას,ანეკდოტური შინაარსის მქონე განცხადებებისა.ერთ-ერთ ასეთი შინაარსის მქონე განცხადებას კი აქვე შემოგთავაზებთ.კერძოდ, 1965 წელს ისრაელში გამომავალ გაზეთ – “გა-არეცში” გამოქვეყნდა დაოჯახების მსურველი ახალგაზრდა ებრაელი მამაკაცის განცხადება,სადაც სიტყვასიტყვით ეწერა: “დავქორწინდები ქალზე,რომელსაც გააჩნია სამსახური და ყოველთვიური შემოსავალი 200 ისრაელის ფუნტის ოდენობით (ფულის ერთეული ისრაელში 1952-1980 წლებში).ეს არის სულ… სხვა შეკითხვები – ასაკთან,აღნაგობასთან და სულიერ მისწრაფებებთან დაკავშირებით,ჩემს პოტენციურ რჩეულთან არ გამაჩნია”. (ავტორი გენია.ჯი)