იოჰენ რინდტი – “ეპიზოდი”
იოჰენ რინდტი (1942-1970 წლები) – წარმოადგენდა მსოფლიოს ჩემპიონატის ავტორბოლის – “ფორმულა-1″-ის ისტორიაში იმ ერთადერთ ავსტრიელ პილოტს,რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1970 წელს,გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. (ავტორი გენია.ჯი) იტალიის გრან-პრის მიმდინარეობისას,მონცას ავტოდრომზე,ინგლისური საავტომობილო გუნდის – “T eam Lotus”-ის პილოტმა – იოჰენ რინდტმა,თავისი ბოლიდით მაქსიმალური სიჩქარე – 330 კილომეტრ-საათი განავითარა,რა დროსაც მართვა დაკარგა და საშინელი ავარია განიცადა.ავარიის შედეგად,რინდტს კისერი გადატყდა და მიუხედავად იმისა,რომ “Lotus”-ის პილოტი უმალვე იქნა გადაყვანილი ჰოსპიტალში,მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.იტალიურმა გამოძიებამ კი დაადგინა,რომ ავარია გამოწვეული გახლდათ ავტომობილის წინა ნწილში,მარჯვენა მხარეს განთავსებული სამუხრუჭე სისტემის დაზიანების შედეგად.იოჰენ რინდტი დაკრძალული იქნა ავსტრიის ქალაქ გრაცის ცენტრალურ სასაფკლაოზე.საინტერესოა ის გარემოება,რომ იოჰენ რინდტს განვლილი რბოლების ეტაპებზე იმდენად მაღალი ქულები ჰქონდა მოპოვებული,რომ მას ვერც ერთმა კონკურენტმა პილოტმა ვეღარ გადაუსწრო და შესაბამისად, 1970 წლის “ფორმულა-1″-ში გამართული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აწ გარდაცვლილ – იოჰენ რინდტს ხვდა წილად. (ავტორი გენია.ჯი)
იოჰენ რენდტი “Lotus”-ის საჭესთან