“მეთევზის ბეჭედი”
“მეთევზის ბეჭედი” (ლათინური სახელწოდება – “Anulus piscatoris”) – წარმოადგენს რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობლის უმაღლესი საეკლესიო იერარქიის აღმნიშვნელ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტსა და ძალაუფლების სიმბოლოს (ტიარასთან ერთად).ბეჭედზე გამოსახულია წმინდა პეტრე მოციქულის თევზაობის ეპიზოდი: ნავში მდგომ პეტრეს ზღვიდან სათევზაო ბადე ამოაქვს.როგორც ცნობილია,სანამ პეტრე იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი გახდებოდა,მანამ იგი მეთევზეობით იყო დაკავებული.შესაბამისად,პაპის ბეჭედზე გამოსახულ რომის პირველ პაპად მიჩნეული წმინდა პეტრეს სილუეტი შეგვახსენებს,რომ რომის პაპები მისი მემკვიდრეები არიან.გარდა ამისა,ბეჭედზე დატანილი ეპიზოდი სიმბოლიზირდება უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სიტყვებთან იმის შესახებ,რომ მისი მოწაფები ადამიანების სულების მებადურეები გახდებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
პირველად “მეთევზის ბეჭედი” მოხსენიებულია რომის პაპის კლემენტ IV-ს (1195-1268 წლები) ერთ-ერთ პირად წერილში,რომელიც 1265 წლით გახლავთ დათარიღებული.აღნიშნულ წერილში დადასტურებულია,რომ ბეჭედს რომის ეპისკოპოსებისათვის იმთავითვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.იგი ასოცირდებოდა არა მარტო ძლაუფლების აღმნიშვნელ სიმბოლოსთან,არამედ პირადი წერილების დასაბეჭდ (საშტამპო) საშუალებასაც წარმოადგენდა (სხვა სახის წერილებისათვის გამოიყენებოდა სპეციალური რომის პაპის შტამპი). XV საუკუნიდან “მეთევზის ბეჭდის” გამოყენება რომის პაპების ოფიციალური წერილების დასაშტამპადაც დაიწყეს. (ავტორი გენია.ჯი) შუა საუკუნეებში დამკვიდრდა ტრადიცია,რომლის მიხედვითაც პაპის ყოველი სტუმარი ვალდებულია “მეთევზის ბეჭედს” ტუჩებით ეამბოროს იმის ნიშნად,რომ მისი უზენაესი ნების მორჩილი გახლავთ.აღნიშნული ბეჭდის ტარება ყოველდღიურად სავალდებულო არ არის,თუმცა,როგორც ცნობილია ბენედიქტე XVI მას არასოდეს იცილებდა და ყოველდღიურად ატარებდა.
ყოველი ახალი პაპის არჩევის შემდეგ,იუველირები თეთრი-ოქროსაგან ამზადებენ ახალ (35 გრამის ექვივალენტ) – “მეთევზის ბეჭედს”,რომელზეც დააქვთ ახლად არჩეული რომის პაპის საეკლესიო სახელი (გარდა ამისა,მასზე დატანიალია ლათინურენოვანი წარწერა – “Benedictus”,რაც თარგმანით – “კურთხეულს” აღნიშნავს).პაპის გარდაცვალების შემთხვევაში,რომის წმინდა ეკლესიის კამერლენგო (წმინდა საყდრის ქონებისა და შემოსავლების განმკარგველი კარდინალი),სხვა კარდინალების თანდასწრებით ანადგურებს აწ გარდაცვლილი პაპის სახელობით “მეთევზის ბეჭედს”,რათა გამოირიცხოს დოკუმენტების ფალსიფიცირების შესაძლებლობა ახალი რომის პაპის არჩევის პროცესში.ახალ ბეჭედს პაპს მისი პონტიფიკოსად ინტრონიზაციის დროს კარდინალების კოლეგიის დეკანი გადასცემს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რომის არგენტინული წარმომავლობის მქონე დღევანდელი პაპის – ფრანცისკეს თხოვნით,მისი ბეჭედი,ეკონომიის მიზნით,არა თეთრი ოქროსაგან იქნა დამზადებული,არამედ ოქროში ამოვლებული ვერცხლისაგან,რაც რომის პაპების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგალიის – “მეთევზის ბეჭდის” არსებობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. (ავტორი გენია.ჯი)
რომის პაპებისათვის განკუთვნილი “მეთევზის ბეჭედი”