მატრიარქატი ახალი ზელანდიის მთავრობაში…

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განთავსებული უნიტარული სახელმწიფო – ახალი ზელანდია,რომელიც დაფუძნებულია კონსტიტუციური მონარქიის საფუძვლებსა და საპარლამენტო დემოკრატიაზე,ერთადერთი ქვეყანა გახლავთ მსოფლიო ისტორიაში,სადაც 2006 წელს უმაღლესი სახელისუფლებო პოსტები მხოლოდ და მხოლოდ მანდილოსნებს ეკავათ.იმ პერიოდში სახელმწიფოს მეთაური გახლდათ ახალი ზელანდიის მონარქი – დედოფალი ელისაბედ II (ღვთის წყალობით ახალი ზელანდიის და მისი სხვა სამეფოების და ტერიტორიების დედოფალი,თანამეგობრობის მეთაური,რწმენის დამცველი); გენერალ-გუბერნატორი – სილვია კარტრაიტი; პრემიერ-მინისტრი – ჰელენ კლარკი; ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერი – მარგარეტ უილსონი; უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე – სიან ელიასი. (ავტორი გენია.ჯი)

ელისაბედ II - (სახელმწიფოს მეთაური)

სილვია კარტრაიტი (გენერალ-გუბერნატორი)

ჰელენ კლარკი (პრემიერ-მინისტრი)

მარგარეტ უილსონი (პარლამენტის სპიკერი)

სიან ელიასი (უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე)

კომენტარის დატოვება