ბოდოპაიას შესახებ…

ბოდოპაია (1745-1819 წლები) – წარმოადგენდა კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ბირმის სამეფოს (თანამედროვე – მიანმარის) ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან მეფეს კონბაუნის სამეფო დინასტიიდან.1782 წელს ბოდოპაიამ სამეფო ტახტიდან იძულების წესით გადააყენა მრუშობით სახელგანთქმული და ნარკოტიკებზე დამოკიდებული მეფე – მაუნ მაუნა.ტახტზე ასულმა ახალმა მეფემ კი იგი საჩვენებელი წესით,საჯაროდ დასაჯა სიკვდილით. (ავტორი გენია.ჯი) ბუდისტური რელიგიის ფანატიკოსმა მიმდევარმა მეფემ მმართველობა ბირმის სამეფოში წესრიგის აღდგენითა და არმიის ჯარისკაცებისადმი დაგროვილი დავალიანების დაფარვით დაიწყო. 1783 წელს სამეფოს დედაქალაქი ავადან ეგრეთ წოდებულ “უკვდავების ქალაქ” – ამაიაპუიაში გადაიტანა.აწარმოა რიგი წარმადტებული ბრძოლები და კონფლიქტში ჩაერთო ინგლისელებთან,რომლებიც ინდოეთში იყვნენ გაბატონებული.დაპრობილ არაკანში იმდენად სასტიკი რეჟიმი დაამყარა,რომ არაკანელები აუჯანყდა.ბოდოპაიას რეგულარულმა არმიამ არაკანში წესრიგის აღდგენა შეძლო,თუმცა ძალიან გაურთულდა ურთიერთობები ინგლისთან. 1785 წელს სიამში შეჭრის დროს განიცადა მარცხი.

ბოდოპაიამ საკუთარ თავს ბუდისტურ ექატოლოგიის მიხედვით სამყაროს მომავლის ბუდას – მაიტრეას ტიტული მიანიჭა.მაგრამ,მის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ აღუდგნენ ბუდისტი სასულიერო პირები,რამაც აიძულა მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალა.ფანატიკოსი ბუდისტი მონარქი უსასტიკესად უსწორდებოდა სამეფოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიური სექტების წარმომადგენლებს.ალკოჰოლის,თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარებისათვის,ასევე ცხოველების მკვლელობებისათვის დააწესა – სიკვდილით დასჯა; ააგო უამრავი ბუდისტური ტაძარი (პაგოდები); მისივე ინიციატივით დაიწყო ქალაქ მინგუნში უზარმაზარი და იმ პერიოდის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობის (სიმაღლე 150 მეტრი) პაგოდის აგება,თუმცა აღნიშნული პროექტის 1/3-ის განხორციელა; ბოდოპაიას ბრძანებით იქნა დამზადებული მსოფლიოში სიდიდითა და წონით მეორე – მინგუნის ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ზარი,რომლის წონა 90 ტონას შეადგენდა; (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით უყვარდა ხელოვნება,პოეზია და ლიტერატურა,თუმცა ყოველი სახელოვნებო თუ ლიტერატურული ქმნილება მკაცრი ცენზურის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა; ბირმის სამეფოში ბუნებისა და ბუდისტური ფილოსოფიისადმი მიძღვნილი სიმღერების და ლექსების გარდა აკრძალული იყო სხვა მოტივებზე შექმნილი სიმღერები და ლექსები; პოეტებს თავიანთი ლექსებით,მსახიობებს – როლებით და მომღერლებს – სიმღერებით არ უნდა მიეყენებინათ შეურაცხყოფა სახელმწიფოს,რელიგიისა და მეფისათვის.ვინც გაბედავდა ისეთი შინაარსის მქონე ნაწარმოებბის შექმნას,ან სიმღერის დაწერას,რომელიც ცენზურას არ დაექვემდებარებოდა – ხელებს ჰკვეთდნენ,ხოლო იმათ,ვინც ასეთ ტექსტებს იმღერებდნენ ან მათგან ციტირებებს გააკეთებდნენ – ენას აჭრიდნენ.

ბირმის სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მეფე – ბოდოპაია,იგივე – ბადონ მინი გარდაიცვალა 1819 წლის 5 ივნისს.მისი ინიციატივით შექმნილი ქმნილებები კი დღემდეა შემორჩენილი და ისინი თანამედროვე მიანმარის კავშირის რესპუბლიკის კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)

ბოდოპაიას სამეფო სასახლე

ქალაქ მინგუნის პაგოდა,რომლის დასრულება ბოდოპაიამ გარდაცვალების გამო ვერ განახორციელა

მინგუნის ზარი

ბოდოპაიას აკლდამა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>