მაფიოზური იერარქია
საყოველთაოდ ცნობილი იტალიური კრიმინალური საიდუმლო ორგანიზაცია – მაფია (ასევე ცნობილი როგორც – “კოზა ნოსტრა”),იტალიის შემადგენლობაში შემავალ ყველაზე დიდ კუნძულ სიცილიაზე იმ ანარქიის პერიოდში ჩამოყალიბდა,როდესაც სამხრეთ იტალიაში არსებული ორი სიცილიის სამეფოს (იარსება 1816-დან 1861 წლამდე) ფრანგული წარმომავლობის მქონე არისტოკრატული საგვარეულოს – ბურბონების წარმომადგენლები მართავდნენ.აღნიშნულ პერიოდში ერთობ შესუსტებული გახლდათ სახელმწიფო სახელისუფლებო სტრუქტურები,რამაც განაპირობა კიდეც – “კოზა ნოსტრას” და “კამორას” (სიცილიური მაფიის მსგავსი ორგანიზაცია) კრიმინალური დაჯგუფებების ფორმირება. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ორივე სიცილიის სამეფოში სოციალურ-პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე მანამდეც არსებობდა რიგი მაფიოზური დაჯგუფებები,მათი,როგორც საერთო ოჯახად (Famiglia) ფორმირება სწორედ ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელდა.პირველად სიტყვა – მაფია,როგორც დამნაშავეთა ორგანიზაციის აღმნიშვნელი ტერმინი,გამოყენებული იქნა 1843 წელს იტალიელი იურისტისა და “ელიტის თეორიის” ერთ-ერთი ფუძემდებლის – გაეტანო მოსკასა და იტალიელი დრამატურგის – ჯუზეპე რიცოტოს მიერ პალერმოს თეატრში დადგმულ კომედიაში – “მაფიოზები ვიკარის ციხიდან”. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის რომ საიდუმლო ორგანიზაციის შიდა სტრუქტურის მართვა ეფექტურად განხორციელებულიყო,საჭირო იყო საიდუმლო ორგანიზაციაში მკაცრი იერარქიული სისტემის დანერგვა. და დაინერგა კიდეც:
1. Capo di Tutti Capi (ბოსების ბოსი) – ყველა მაფიოზურო ოჯახის ნათლიმამა (საყურადღებოა ის გარემოება,რომ დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ერთადერთი ადამიანის ვინაობა,რომელსაც ეს უმაღლესი იერარქიული საფეხური ეკავა.იგი გახლდათ სიცილიელი – მატეო მესინა დენარო,რომელიც ავტორია ცნობილი გამონათქვამისა: “ადამიანები,რომლებიც მე მოვკალი,ერთ სასაფლაოს შეავსებენ”);
2. Capo di Capi Re (მეფე-ბოსი ყველა ბოსისა) – აღნიშნული სახელით მოიხსენიებდნენ იმ ბოსების ბოსს,რომელიც უკვე “პენსიაში” იყო გასული,თუმცა მაინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა;
3. Capofamiglia (დონი) – ოჯახის ხელმძღვანელი;
4. Consigliere (მრჩეველი) – დონის კონსულტანტი,რომელიც ოფიციალურად დიდი ძალაუფლების მფლობელი არ იყო,მაგრამ მისი რჩევის გარეშე დონი გადაწყვეტილებებს არ იღებდა.პრაქტიკულადაც და თეორიულადაც,მას ძალუძდა კოზა-ნოსტრას ოჯახის ნებისმიერ საკითხში ჩარეულიყო და დონის გადაწყვეტილებების მიღებაზე დიდი გავლენა მოეხდინა;
5. Sotto Cappo – დონის მოადგილე,რომელიც ფორმალურად ოჯახში მეორე იერარქიულ საფეხურზე იმყოფებოდა;
6. Capodenika (ღირსების ადამიანი) – მაფიის ეგრეთ წოდებული კაპიტანი,რომლის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა ოჯახის 5-დან 20-მდე ჯარისკაცი;
7. Uomini D’onore (ჯარისკაცი,შემსრულებელი) – მაფიოზური კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი ადამიანი;
8. Picciotto (პატარა ადამიანი) – პირი,რომელსაც სურვილი გააჩნდა მაფიაში გაწევრიანებისა,თუმცა ჯერ არ გახლდათ მისი წევრი;
9. Giovane D’onore (ღირსების ახალგაზრდა) – მაფიის კრიმინალური ორგანიზაციის მხარდამჭერი და მეგობარი,რომელიც არ გახლდათ იტალიური წარმომავლობის მქონე.ფართო მცნებით,აღნიშნული სახელით ასევე მოიხსენიებდნენ კორუმპირებულ სახელმწიფო ჩინოვნიკებს,იურისტებს,ბანკირებსა და ყველა იმ ადამიანებს,რომლებიც ოჯახის ფუნქციონირებაში უწყობდნენ ხელს.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ დონს არავითარი ურთიერთობა არ გააჩნდა მაფიის ჯარისკაცებთან,ხოლო კაპიტნებთან უიშვიათესად ამყარებდა კონტაქტს.შესაბამისად,ამა თუ იმ საქმის შემსრულებლებს ის პირადად არ აძლევდა ბრძანებებს.სწორედ ამიტომ უჭირდა გამოძიებას მაფიის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ სამხილების მოპოვება, და სწორედ ამიტომ ისჯებოდნენ ყველაზე ხშირად შემსრულებლები და არა შემკვეთები. (ავტორი გენია.ჯი)
მატეო მესინა დე ნარო (ბოსების ბოსი)