გრეგორი ბაჩის პორტრეტი
“გრეგორი ბაჩის პორტრეტი” – წარმოადგენს უცნობი გერმანელი მხატვრის მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ უცნაური გამოსახულების მქონე სურათს.სპეციალისტთა ვარაუდით,აღნიშნული პორტრეტი დახატული იქნა XVI საუკუნეში (სავარაუდოდ 1550 წელს). (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 31 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 39 სანტიმეტრია.მასზე გამოსახულია ერთ-ერთი უნგრელი დიდგვაროვანი – გრეგორი ბაჩი,რომელმაც შუბით მარჯვენა თვალის ბუდეში მიყენებული უმძიმესი ტრამვის მიუხედავად მაინც შესძლო სიცოცხლის შენარჩუნება.ტილოს ზემოთა ნაწილში,მარცხენა მხარეს გაკეთებულია ლათინურენოვანი წარწერა – GREGOR. BAXI VNG: NOB: – გრეგორი ბაჩი (გერმანიზირებული ბაჩი) უნგრელი დიდებული.
ერთ-ერთი ყველაზე სანდო ვერსიის თანახმად,გრეგორმა უმძიმესი ჭრილობა თურქების არმიასთან ბრძოლის დროს მიიღო,ხოლო მეორე ვერსიის თანახმად კი,რაინდთა ტურნირის მიმდინარეობისას.სურათის ყველაზე დიდ გამოცანად დღემდე რჩება ის,თუ როგორ შესძლო უნგრელმა დიდებულმა სიცოცხლის შენარჩუნება მაშინ,როდესაც შუბმა მას მარჯვენა თვალიდან კისრის არეში გაუარა.თუმცა ფაქტია,რომ ბაჩი მიყენებულ ტრამვას სასწაულებრივად გადაურჩა,რასაც მისი პორტრეტზე აღბეჭდვაც ადასტურებს.გადარჩენის მიზეზად კი სახელდება ის,რომ მას არც ტვინის ტრამვა და არც თავის ქალის დაზიანება არ მიუღია,წინააღმდეგ შემთხვევაში უცილობლად დაიღუპებოდა.ავტორიტეტული ინგლისურენოვანი ყოველკვირეული სამედიცინო ჟურნალი – “The Lancet” ირწმუნება,რომ შუა საუკუნეებში ასეთი სახის ტრამვები დიდ იშვიათობას არ წარმოადგენდა და სრულიად შესაძლებელი იყო გრეგორს სიცოცხლე შეენარჩუნებინა.ამის დამადასტურებლად კი მოჰყავდა მაგალითი,რომლის მიხედვითაც 14 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი მეტალის სოლი დაეცა ერთ-ერთ ხელოსანს,რომელმაც მიუხედავად მიყენებული უმძიმესი დაზიანებისა, 5 წელიწადი ისე იცოცხლა,რომ ტრამვისაგან მიყენებულ სიმპტომებს ვერც კი გრძნობდა..
“გრეგორი ბაჩის პორტრეტი” პირველად მოხსენიებულია 1621 წელს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში განთავსებული ამბრასის ციხე-სიმაგრე-მუზეუმის ინვეტარულ ჩანაწერებში,სადაც სურათის სახელწოდება მოხსენიებულია,არა როგორც – “გრეგორი ბაჩის პორტრეტი”,არამედ,როგორც – “უნგრელი ჰუსარი,რომელმაც ჭრილობა მიიღო თურქებთან ბრძოლისას”.მოგვიანებით,უცნობი გერმანელი მხატვრის მიერ დახატული ტილო ავსტრიის ერჰერცოგის – ფერდინანდ II-ს პირად კოლექციაში მოხვდა,რომელიც თავის მხრივ ანტიკვარიატისა და იარაღის დიდი მოყვარული გახლდათ.დღესდღეობით – “გრეგორი ბაჩის პორტრეტი” დაცულია ქალაქ ინსბრუკის “ამბრასის ციხე-სიმაგრე-მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)