აქლემების დოღი – “ეპიზოდი”
არაბულ ქვეყნებში გავრცელებულ ერთობ პოპულარულ - “აქლემების დოღს” – “შეიხების სპორტს” უწოდებენ.გარდა საუდის არაბეთის,იორდანიის,ყატარის,ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საემიროებისა,იგი გავრცელებულია პაკისტანში,ავსტრალიასა და მონღოლეთში.აღნიშნულ დოღში ძირითადად მონაწილეობას იღებენ დრომედარის ერთკუზიანი სახეობის აქლემები,რომლებსაც მაქსიმუმ 65 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარება შეუძლიათ. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში კი,”შეიხების სპორტისათვის” სპეციალურად გამოჰყავთ სადოღე აქლემის ჯიშები.არაბეთის ნახევარკუნძულზე – “აქლემების დოღი” ჯერ კიდევ VII საუკუნეში სარგებლობდა პოპულარობით,საიდანაც იგი მოგვიანებით სხვა ახლო აღმოსავლურ ქვეყნებშიც იქნა გავრცელებული.ერთადერთი მინუსი,რაც ამ სპორტულ სანახაობას გააჩნდა,იყო ის,რომ დიდი ხნის განმავლობაში ჟოკეებად მცირეწლოვან ბავშვებს იყენებდენ,რომლებიც საუბედუროდ,ხშირად იღებდნენ ტრამვებს დოღის მიმდინარეობისას.რაოდენ აღმაშფოთებელი და საკვირველიც არ უნდა იყოს, XXI საუკუნის დასაწყისამდე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში,საუდის არაბეთსა და ყატარში “აქლემების დოღში” ჟოკეის ფუნქციებს ასრულებდნენ მონა-ბავშვები,რომელთა ნაწილის საშუალო ასაკი ოთხ წელს შეადგენდა.დოღის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მოსაზრებით,რაც უფრო მცირე წონის იქნებოდა ჟოკეი,მით უფრო ნაკლები ტვირთი დააწვებოდა შეჯიბრებაში ჩართულ აქლემს და შესაბამისად,გამარჯვების მეტი შანსიც ექნებოდა.იმისათვის,რომ მონა-ბავშვებს წონაში არ მოემატებინათ ძალიან ცუდად კვებავდნენ.
2002 წელს ეს ამაზრზენი პრაქტიკა კანონით იქნა აკრძალული საუდის არაბეთში,ხოლო 2007 წელს მის მაგალითს ყატარმაც მიბაძა და “აქლემების დოღში” მცირეწლოვანი ბავშვების მონაწილეობა აკრძალა.დღესდღეობით,”შეიხების სპორტში” ჟოკეების ფუნქციებს ზრდასრული მამაკაცები ასრულებენ. (ავტორი გენია.ჯი)