აი, ძველი საბერძნეთი კი სულ სხვა შემთხვევაა…
რატომღაც, ძველი რომის გახსენებისას, ჩვენს წარმოსახვაში უმალვე აღიბეჭდება დამპყრობლური მისწრაფებებისაკენ მიდრეკილი იმპერია, სადაც გამეფებული იყო კორუფცია, გლადიატორთა სასხლიანი წარმოდგენები, დესპოტიზმი, დიქტატურა, გარყვნილება, ნაყროვანება და სხვა უამრავი უარყოფითი მოვლენებები. და ეს მაშინ,როდესაც არ გვახსენდება ის დიდებული რომაული ტრადიციები და რომაელები,რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში – მარკუს ავრელიუსი,გაიუს იულიუს კეისარი,მარკუს ტულიუს ციცერონი,კლაუდიუს პტოლემე,პავსანიასი,მესტრიუს პლუტარქე,პოლიბიოსი,კორნელიუს ნეპოსი,დიოფანტოს ალექსანდრიელი,აპულეუსი,პორფირიოსი,მარკუს პორციუს კატონი,ლუციუს ანეუს სენეკა და სხვა ტიტანები…
აი,ძველი საბერძნეთი კი – სულ სხვა შემთხვევაა… ამ დროს ჩვენს გონებაში ამოტივდივდება ის “ოქროს ხანა”,რომლებშიც შესაძლებლობა გვექნებოდა ათენში გვეხილა ქუჩებში მოსეირნე – სოკრატე,პლატონი,დიოგენე,არისტოტელე,ევრიპიდე,სოფოკლე,ჰიპოკრატე,პითაგორა,ჰეროდოტე და სხვა გენიოსები… თუმცა რატომღაცვე,რომის იმპერიისაგან განსხვავებით,არ გვახსენდება ის,რომ ანტიკური ხანის საბერძნეთი,როგორც ერთიანი სახელმწიფო,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,საერთოდ არ არსებობდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაფლეთილი იყო 1000-ზე მეტ ქალაქ-სახელმწიფოებად (პოლისებად),რომლებსაც ჰყავდათ თავიანთი მეფეები,გააჩნდათ თავიანთი კანონები,ჰქონდათ თავიანთი რწმენები და ადათ-წესები.სწორედ იმ “ოქროს ხანად” წოდებულ ელადაში არ აღიარებდა არც ერთი ძველ-ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს მოქალაქე,რომ ისინი სინამდვილეში ბერძნები იყვნენ.გარდა ამისა,თითოეული ქალაქ-სახელმწიფო ერთმანეთში აწარმოებდა სისხლიმღვრელ ომებს,რომელთა მსხვერპლიც გახდა უამრავი გენიალური ძველ ბერძენი მოაზროვნე.დემოკრატიის აკვნის დამრწევ ათენში,აღნიშნულმა სისტემამ 200 წელიწადიც კი ვერ იარსება და თავისუფლების მოქადაგე ხალხში ისევე გაიდგა ფესვი მონათმფლობელობამ,როგორც იმ ეპოქების სხვა ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,სახელგანთქმული სპარტელების მონათა უმეტესობას,თავიანთივე თანამემამულე - ჰილოტები წარმოადგენდნენ,რასაც არც ერთი ძველ ბერძენი ტიტანი არ აღუშფოთებია.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ანტიკური ხანის ათენში,იმ პერიოდისათვის ყველაზე მეტი მონა ცხოვრობდა.ძველ ბერძნულ პოლისებში ფართოდ იყო გავრცელებული ტირანია,პროსტიტუცია,სიკვდილით დასჯა,ადამიანების განკვეთა-გადასახლება,ნაყროვანება,ძალაუფლებისათვის სასტიკი ბრძოლა,სიმდიდრის მოხვეჭა,ინტრიგები და სხვა ისეთი უამრავი უარყოფითი მოვლენა,რისთვისაც ძველ რომს დღემდე შეაჩვენებენ ხოლმე.გასათვალისწინებელია ისიც,რომ პროგრესული სამეცნიერო შეხედულებებით,ძველ ბერძენთა მხოლოდ 5% თუ დაიტრაბახებდა.განათლების დონის ნაკლებობას თავის მხრივ ხელს უწყობდა ქალაქ-სახელმწიფოებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტები და სხვა ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები.ელინთა უმრავლესობა ან მწყემსობით არჩენდა ოჯახს ან კიდევ ფერმერობით.მათთვის კი გადაუდებელი სოციალური პრობლემების გამო – მაღალ მატერიებზე ფიქრი წარმოუდგენელი ფუფუნება იყო…
“აი,ძველი საბერძნეთი კი სულ სხვა შემთხვევაა”, – ამბობენ დღემდე… და მართალიც არიან,რადგან კაცობრიობის ისტორიაში “დემოკრატიის” პირველ მქადაგებელ ძველ ბერძენ – ზელევკუსს,სწორედ ბერძნებმა მოთხარეს ჯოხით ცალი თვალი და მთელი დარჩენილი ცხოვრებაც ცალ თვალში სინათლე დაკარგული აცხოვრეს… (ავტორი გენია.ჯი)