რობერტ ემეტ შერვუდი
რობერტ ემეტ შერვუდი - დაიბადა 1896 წლის 4 აპრილს,ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ნიუ-როშელში,მდიდარი საბირჟო მაკლერის არტურ მიურეი შერვუდისა და მხატვარ როზა ე. შერვუდის ოჯახში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ამერიკელ მწერალს,დრამატურგს,სცენარისტს,ისტორიკოსსა და ჟურნალისტს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მან მისი შესანიშნავი შემოქმედების მანძილზე ოთხზერ მიიღო უდიდესი ლიტერატურული – “პულიცერს პრემია”. (ავტორი გენია.ჯი) წარმატებით დაასრულა Milton Academy-ა,რის შემდეგაც ჩააბარა ჰარვარდის უდიდეს უნივერსიტეტში.პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ჰარვარდში სწავლა შეწყვიტა და კანადის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა.ამავე პერიოდს დაემთხვა მისი დაჭრა ბრძოლის ველზე,რის შემდეგადაც იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.ამერიკაში დაბრუნების შემდგომ მუშაობას იწყებს,ისეთ ცნობილ ჟურნალებში,როგორებიცაა – “Life”,”Vanity Fair” და “New York Herald”-ში.თავისი პირველი პიესა “გზა რომისაკენ” დაწერა 1927 წელს,რის შემდეგაც აქვეყნებს პიესას “დედოფლის ქმარი”. (ავტორი გენია.ჯი) გარდა აღნიშნული პიესებისა,მა ასევე დაწერილი აქვს შემდეგი ნაწარმოებები – “ეს ნიუ-იორკია”,”ვატერლოოს ხიდი”,”იდიოტის აღტაცება”,”ეიბ ლინკოლნი ილიონისში” და სხვა ნაწარმოებები.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა საგარეო უწყების სამხედრო ინფორმაციის სამსახურს და მის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილიც შეიტანა.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ კი კვლავ დაუბრუნდა დრამატურგიას და ამავე პერიოდში წერს მიუზიკლს,სახელწოდებით “მის თავისუფლება”.1946 წელს კი წერს სცენარს ფილმისათვის “ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები”,რომელმაც უდიდესი აღიარება ჰპოვა და “ოსკარის ნომინაციის” 7 გზის გამარჯვებული გახდა,მათ შორის საუკეთესო სცენარისთვისაც.გარდა ამისა რობერტის კალამს ეკუთვნის სცენარები ისეტი ფილმებისთვის,როგორებიცაა – “რებეკა”,”ადამიანი თოკზე” და სხვა.რობერტ ემეტ შერვუდი გარდაიცვალა 1955 წლის 14 ნოემბერს ნიუ-იორკში.მის მიერ დაწერილი ნაწარმოებები კი დღესაც დიდ მოწონებას იწვევს მკითხველში. (ავტორი გენია.ჯი)