ფედერიკო გარსია ლორკა – “ეპიზოდი”
დიდ ესპანელ პოეტს,დრამატურგს,მუსიკოსსა და მხატვარ-გრაფიკოსს – ფედერიკო გარსია ლორკას (1898-1936 წლები),ფეხის თანდაყოლილი ტრამვა აწუხებდა.მას ცალი ფეხი მოკლე ჰქონდა,რის გამოც შესამჩნევად კოჭლობდა.ოთხი წლის ასაკამდე კი,ფეხზე გავლა პატარა ფედერიკოსათვის თითქმის შეუძლებელი რამ გახლდათ.როგორც მისი ბიოგრაფები ირწმუნებიან,სწორედ ამიტომ არ უყვარდა ფედერიკო გარსია ლორკას სპორტის არც ერთი სახეობა.თანდაყოლილმა ფიზიკურმა ტრამვამ,გარსია ლორკას შინაგან სამყაროზე იმდენად დიდი ზეგავლენა იქონია,რომ იგი ბავშვობიდანვე რეალური სამყაროდან წარმოსახვით სამყაროში გადავიდა.მიუხედავად იმისა,რომ ესპანეთს პირველ მსოფლიო ომში არ მიუღია მონაწილეობა,ბრძოლას თავის პროტექტორატთან – მაროკოსთან მაინც ვერ ასცდა (1919-19125 წლები).სწორედ იმ პერიოდში გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში (რომლის აუცილებლობაც თეორიულად დასაბუთა დიდმა ფლორენციელმა პოლიტიკურმა მოაზროვნემ – ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველიმ) სხვა მრავალ ათას ესპანელ ახალწვეულთან ერთად ფედერიკოც. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იგი მისივე გრანადელი მეგობარი ექიმის რეკომენდაციით იქნა განთავისუფლებული ჯარისაგან.ექიმის მიერ გაცემულ სამედიცინო დასკვნაში აღნიშნული იყო არა მარტო გარია დელორკას ფეხის ტრამვა,არამედ მითითებული იყო ისიც,რომ მას ძვლის ტვინის სკლეროზის სიმპტომები აღენიშნებოდა.შესაბამისად,ასეთი სამედიცინო დასკვნის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს ჯარში არავინ წაიყვანდა და არც წაუყვანიათ.
ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ფედერიკო პოლიტიკისაგან მუდმივად დისტანცირებას ახდენდა და არასოდეს ერეოდა მასში.მიუხედავად ამისა,ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,იგი სწორედ მისმა პოლიტიკურმა ხედვებმა იმსხვერპლა. 1936 წლის 19 აგვისტოს (ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას) ფედერიკო გარსია ლორკა ფრანკისტებმა დააკავეს,აწამეს და ბოლოს დახვრიტეს.მეორე ვერსიის თანახმად იგი უგზო-უკვლოდ გადაიკარგა,რათა ამ გზით თავი დაეხსნა მის სამშობლოში განვითარებული ძმათამკვლელი ომისაგან.მესამე ვერსიის თანახმად კი,ფედერიკო აღზევებული მემარჯვენეების სამიზნედ მისივე ჰომოსექსუალობამ აქცია,რასაც მისივე ერთ-ერთი ბიოგრაფიც ადასტურებდა.იმავე ბიოგრაფის ცნობების თანახმად,გარსია ლორკას თავისი სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე სექსუალური ურთიერთობა გააჩნდა იმ პერიოდის ცნობილ ესპანელ ჟურნალისტთან და კრიტიკოსთან – ხუან რამირეს დე ლუკასთან,რომელსაც მიუძღვნა კიდეც – “ბნელი სიყვარულის სონეტები”. (ავტორი გენია.ჯი)
ხუან რამირეს დე ლუკასი