ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველის ნაშრომიდან – “განსჯანი”
“ანტიკური რელიგია წმინდანად შერაცხავდა მხოლოდ ამქვეყნიური დიდებით შემოსილ ადამიანებს – მხედართმთავრებსა და რესპუბლიკის მმართველებს.ჩვენი რელიგია კი თვინიერ და პასიურ ადამიანებს უფრო მეტად განადიდებს,ვიდრე მოქმედთ.ის უმაღლეს სიკეთეს ხედავს მორჩილებასა და თვითგვემაში და არაფრად აგდებს ადამიანის ამქვეყნიურ საქმეებს; მაშინ როცა ანტიკური რელიგია უდიდეს სიკეთედ მიიჩნევდა სულის სიდიადეს,სხეულის სიმრთელეს და ყველაფერს,რაც კაცს აძლიერებს.ჩვენი რელიგია კი,თუ ჩვენგან ძალას ითხოვს,მხოლოდ იმისათვის,რომ დათმენა შევძლოთ, და არა იმისათვის,რომ მხნეობა გამოვავლინოთ.ცხოვრების ასეთმა წესმა,ვფიქრობ,სამყარო დაასუსტა და არამზადებს ჩაუგდო ხელში: მათ შეუძლიათ უშიშრად განკარგონ,რაც სურთ,რადგან ხედავენ,რომ ადამიანები,რომელთაც სამოთხეში სურთ მოხვედრა,სხვებისაგან მიყენებული დარტყმის დათმენაზე უფრო ფიქრობენ,ვიდრე სამაგიეროს გადახდაზე. და თუ ახლა გვეჩვენება,რომ მთელი ქვეყანა დალაჩრდა და ზეცამ აირაღი დაყარა,ამის მიზეზი უეჭველად ჩვენი რელიგიის განმარტებელთა საძაგელი სიმხდალეა,რომელთაც მხედველობაში ჰქონდათ მცონარობა და არა ქველობა.თუკი ისინი გაითვალისწინებდნენ,რომ ჩვენი რელიგია გვასწავლის,ვასახელოთ და დავიცვათ სამშობლო,დაინახავდნენ,რას მოითხოვს ის ჩვენგან: გვიყვარდეს და პატივი ვცეთ სამშობლოს, და მუდამ ვემზადოთ იმისთვის,რომ საჭირო დროს მის დასაცავად დავდგეთ”. (ავტორი გენია.ჯი)