ინციდენტი სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,აღმოსავლეთ აზიაში მდებარე – სამხრეთ კორეის რესპუბლიკასა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მეტად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა სუფევს.ამ ორი მოძმე ერის შვილებს შორის გავლებული სახელმწიფო საზღვარი კი მსოფლიოში ყველაზე დაცულ საზღვრად არის მიჩნეული.აღნიშნული საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე მზარდი დიდი ვერხვის ხე,ჩრდილო კორეელ მესაზღვრეებსაც უშლიდა ხელს საპირისპირო მხარის საზღვრის გაკონტროლებაში და სამხრეთ კორეელ მესაზღვრეებსაც (განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულზე).თუმცა,რადგან ვერხვი ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს დამაარსებლის – კიმ ირ სენის მიერ იყო პირადად დარგული,მის მოჭრას ჩრდილო კორეელები თავს არიდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მათგან განსხვავებით,სამხრეთ კორეელმა მესაზღვრეებმა ვერხვის მოჭრა გადაწყვიტეს. 1976 წლის 18 აგვისტოს სამხრეთ კორეელმა მესაზღვრეებმა,ამერიკელი სამხედროების დახმარებით,კიმ ირ სენის მიერ დარგული ხის მოჭრის ოპერაცია დაიწყეს.მალევე მათთან აღელვებული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები მივიდნენ და კატეგორიულად მოითხოვეს,რომ ვერხვის მოჭრა შეეწყვიტათ.თუმცა უარი მიიღეს,რის შემდეგაც,ისინი ნაჯახებითა და კეტებით თავს დაესხნენ ხის მჭრელებს და ისე სასტიკად სცემეს,რომ ორი ამერიკელი ოფიცრის სიცოცხლეც კი შეიწირეს.აღნიშნულმა ფაქტმა ორ ქვეყანას შორის წარმოშობილი წინააღმდეგობები კიდევ უფრო გაამძაფრა.შურისძიებით შეპყრობილმა ჩრდილოკორეელმა და ამერიკელმა სამხედროებმა,მკვლელობიდან მესამე დღეს,კიმ ირ სენის მიერ დარგული ხის მოსაჭრელად ნამდვილი სპეცოპერაცია ჩაატარეს.კერძოდ,ჩრდილოკორეულმა სპეცრაზმმა და ამერიკული არმიის საინჟინრო ბატალიონის ოცეულმა,ჰაერიდან ავიაციის დახმარებით მიაღწიეს იმ ადგილს,სადაც ვერხვი ხარობდა და მისი მოჭრა დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც მოახდინა (სპეცოპერაციის ჩატარებას 42 წუთი დასჭირდა).ასეთი უცნაური მიზნისათვის (ხის მოჭრისათვის) დაგეგმილი და ჩატარებული ესოდენ ფართო მაშტაბიანი სპეცოპერაცია კი მანამდე ისტორიაში არასოდეს არ განხორციელებულა. (ავტორი გენია.ჯი)
კიმ ირ სენის მიერ დარგული ვერხვის მოჭრის სპეცოპერაცია (1976 წლის 21 აგვისტო)