სოკრატეს ნააზრევი…
“ბრძენკაცებთან საუბრისას ნამდვილი აბეზარივით ვიქცევი.შესაძლოა,სწორედ ესაა ჩემი ერთადერთი ღირსება,დანარჩენისა კი რა მოგახსენოთ.საგანთა ნამდვილი ბუნება ხელიდან მისხლტება, და მე ვიცი,რას წარმოადგენს იგი.აი,ამის სარწმუნო საბუთიც: ყოველთვის,როცა მცოდნე და თავისი სიბრძნით მთელს ელადაში სახელგანთქმულ ხალხს ვხვდები ხოლმე,თვალნათლივ ვრწმუნდები ჩემს უმეცრებაში.რადგან არ არსებობს,ასე ვთქვათ,არც ერთი საკითხი,მათ თვალსაზრისს რომ ვიზიარებდე.ხოლო რა შეიძლება იყოს უმეცრების იმაზე უკეთესი საბუთი,რომ ბრძენკაცებს არ ეთანხმები? მაგრამ მე მაქვს ერთი საოცარი თვისება,ჩემი მხსნელი და გადამრჩენელი: სწავლისა არა მრცხვენია,ვკითხულობ,ვიკვლევ,ვიძიებ და ყველას მადლობელი ვარ,ვინც პასუხის ღირსადა მთვლის; ვერავინ ვერ დამწამებს უმადურებას; არასოდეს მითქვამს,ჩემით აღმოვაჩინე-მეთქი ის,რასაც სხვისი წყალობით მივაკვლიე.პირიქით,როგორც ბრძენს,ვადიდებ და თაყვანს ვცემ ყველას,ვინც რაიმეს მასწავლის, და ვცდილობ სხვებსაც გავანდო ის,რაც მათგან ვისწავლე”.
* * *
“სულის სალმობის განკურნვა უფრო დიდი მადლია,ვიდრე ხორცის სნეულებისა”.
* * *
“მიმტევებელნი უნდა ვიყოთ იმის მიმართ,ვინც თავისდაუნებურად სჩადის ბოროტს”.
* * *
“ჩვენ საშიშად ვთვლით იმას,რაც შიშს გვინერგავს,არასაშიშად კი იმას,რაც შიშს არ იწვევს.ხოლო შიშს წარსული ან ახლანდელი მოვალეობები კი არ იწვევს,არამედ მოსალოდნელი.ასე რომ შიში სხვა არა არის რა,თუ არა მომავალი უბედურების მოლოდინი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“კარგი ზნის ცხენით კაცს შეუძლია მხოლოდ თავისი ნებით შეასრულოს ცუდად ის,რაც მისი ცხენის ზნეზეა დამოკიდებული,მაშინ როდესაც ცუდი ცხენით,უნდა თუ არა იძულებულია ასე მოიქცეს”.
* * *
“თუ სამართლიანობა სულის ძალაა,მაშინ ყველაზე ძლიერი სული ყველაზე სამართლიანი უნდა იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ხალხი მართლაც რომ დიდებული მასწავლებელია”.
* * *
“ყველაზე ღვთაებრივი,რაზედაც კაცმა შეიძლება იფიქროს,თავისი თავისა და ოჯახის წევრების აღზრდაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ევრიპიდე ამბობდა: “მცოდნე ტირანებს მცოდნენი ზრდიანო”.
* * *
“არაფერი არ ვიცი,თუ შეიძლება ასე ითქვას,ერთი პატარა მეცნიერების – სიყვარულის მეცნიერების გარდა”.
* * *
“თუ წარმოდგენაც არა გვაქვს,რა არის სიქველე საერთოდ,როგორღა შევძლებთ ვურჩიოთ ვინმეს,თუ რა გზით შეიძლება უფრო უკეთ მისი შეძენა?”