კალიმაქე კირენელი
კალიმაქე კირენელი (იგივე – კალიმაქოსი) – დაიბადა დაახლოებით 315-310 წლების პერიოდში თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე არსებულ ანტიკური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერძნულ ქალაქ – კირენაში.იგი წარმოადგენდა ალექსანდრიული პოეზიის,მეცნიერებისა და ბიბლიოგრაფიის ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს.მიუხედავად კალიმაქეს ბიოგრაფიული ცნობების ჩვენამდე ფრაგმენტებად და არასრული სახით მოღწევისა,მაინც ცნობილი ხდება,რომ იგი დაიბადა ბატიადების დიდებულ (არისტოკრატულ) ოჯახში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ კერენას იმ პერიოდში სწორედ ბატიადების გვარის წარმომადგენლები მართავდნენ.კალიმაქეს მამას – ბატოსი,დედას – მეგატიმა,ხოლო მის მხედართმთავარ ბაბუას კი,შვილიშვილის მსგავსად – კალიმაქე ერქვა. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობა კირენაში გაატარა და დაწყებითი განათლებაც იქვე მიიღო. ჩვ.წ.აღ-მდე 322 წელს ეგვიპტის მმართველმა პტოლემაოსმა კირენა დაიპყრო,რამაც ბატიადების ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ერთობ შეარყია.ჯერ კიდევ მოზარდი კალიმაქე ეგვიპტისა და მსოფლიო განათლების ცენტრს – ალექსანდრიას ეწვია.მის მასწავლებელს ალექსანდრიაში წარმოადგენდა დიდი ძველ ბერძენი ფილოლოგი და პოეტი – ზენოდოტოს ეფესოელი.მიიღო შესანიშნავი განათლება და იმთავითვე დაუკავშირა თავისი ცხოვრება ალექსანდრიის უნიკალურ ბიბლიოთეკას.კალიმაქემ მოინახულა თავისი დროის სახელგანთქმული კულტურის მრავალი ცენტრი,გაიღრმავა ცოდნა და ეზიარა მეცნიერების სხვადასხვა დარგს.ათენში ვიზიტისას კი დაიწყო პოეზიით გატაცება.ელადიდან დაბრუნებულმა კირენელმა ერთხანს ელევსინში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა.მისი მოსწავლეები თანამემაულეების გარდა,გახლდნენ – ერატოსთენოსი,არისტოფანოს ბიზანტიონელი,აპოლონიოს როდოსელი,ფილოსტეფანოსი და სხვა ის ასამიანები,რომლებიც შემდგომში სახელოვან პიროვნებებად იქცნენ.განსაკუთრებული მეგობრობა დაიჭირა მისსავე მოსწავლესთან და გამოჩენილ ალექსანდრიელ ეპიკოსთან – აპოლონიოს როდოსელთან.თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მოგვიანებით მათი ლიტერატურული შეხედულებანი მკვეტრად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს,რამაც მათი მეგობრობა – მტრობაში გადაზარდა.
კალიმაქე კირენელის პოეტურ და მეცნიერულ მოღვაწეობას მისმა თანამედროვეებმა იმთავითვე მიაქციეს ყურადღება.ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში სამუშაოდ მიწვეული,მალევე მეორე ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე დანიშნეს.მალევე,იგი დაუმეგობრდა ეგვიპტის მეფეს – პტოლე II ფილადელფოს.მისმა შემოქმედებამ იმდენად დიდი გავლენა იქონია “ფარაონების ქვეყნის” მმართველზე,რომ კლიმაქე სამეფო კარის მგოსნადაც დანიშნა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ფაქიზი შინაგანი ბუნებისა და დახვეწილი გემოვნების ადამიანი მაინც არ დაემონა სამეფო სასახლის კარის ცდუნებებს,რაც შესანიშნავად ასახა კიდეც თავის რამდენიმე პოეტურ ქმნილებაში.ამავე დროს იგი,როგორც ალექსანდიული ლიტერატურის ახალი მიმდინარეობის მესაჭე,მთელი არსებით იბრძოდა ლიტერატურაში გაბატონებული ძველი კანონების წინააღმდეგ,რამაც საკმაოდ ბევრი მტერი შესძინა.
კალიმაქე ძალიან ნაყოფიერი ავტორობით გამოირჩეოდა.ბიზანტიური ენციკლოპედიური ლექსიკონის – “სვიდა”-ს ცნობით,მის მიერ დაწერილი იქნა 800-მდე წიგნი.მათ შორის – ტრაგედიები,სატირული დრამები,ჰიმნები,ლირიკები,ეპოსები,ეპიგრამები და ელეგიები.სწორედ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მუშაობისას შეთხზა მან მრავალი ბიბლიოგრაფიული ნაშრომი (მათ შორის სახელოვანი – “ფირფიტები”,რომელიც 120 წიგნისაგა შედგებოდა)”,რომლებმაც შეიძინა კიდეც უდიდესი მეცნიერული ღირებულება.მიუხედავად კალიმაქეს მიერ 800-მდე ნაწარმოების შექმნისა,ჩვენამდე მხოლოდ ორმოცდაერთი წიგნის სახელწოდებამ მოაღწია.მის კალამსვე ეკუთვნის ნაშრომი – “პინაკები”,სადაც წარმოდგენილია მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული და ფილოლოგიური ცნობები.
კალიმაქე კირენელი გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 240-230 წლების შუალედში,ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში,პტოლემაიოს III ევერგეტოსის მმართველობის პერიოდში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ კალიმაქეს მიერ დაწერილ – “პინაკებს” დღემდე გამოიყენებენ ძველი ბერძნული ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარები. (ავტორი გენია.ჯი)