რაბინდრანათ თაგორი “პოეზიის” შესახებ…
“ლექსი განა იმისთვის იწერება,რომ რაიმე განმარტოს? გულის სიღრმიდან ამონახეთქი გრძნობა პოიეზიაში იღებს გარეგნულ გამოხატულებას.ამიტომაც,როდესაც ვინმე მოისმენს ჩემს ლექსს და ვერ გაიგებს,მიძნელდება პასუხის გაცემა.თუ ვინმე ყვავილს დაყნოსავს და იტყვის: ვერ გავიგეო,პასუხი ერთია, – ამის გაგება არ შეიძლება,ეს მხოლოდ სურნელებაა. (ავტორი გენია.ჯი) თუ ის კმაყოფილი არ დარჩება ასეთი პასუხით და იტყვის: ეს მეც კარგად ვიცი,მაგრამ რას ნიშნავსო,მაშინ ან საუბრის თემა უნდა შეცვალოთ,ან კიდევ უფრო გააბუნდოვანოთ პასუხი.მაგალითად,ასე: “სურნელება არის ფორმა,რომელსაც ყვავილში განასახიერებს ბუნების ყოვლისშემძლე სიხარული”.
მთელი სიძნელე იმაში მდგომარეობს,რომ სიტყვებს აზრი ახლავს,ამიტომ პოეტი იძულებულია,შებოჭოს ისინი რიტმით,შეკრას ზომებად და სტრიქონებად და შესაზლებლობა მისცეს გრძნობასაც,თქვას თავისი სათქმელი”. (ავტორი გენია.ჯი)