იოსებ სტალინი & ნიკოლოზ ბაიბაკოვი
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,მაშინ,როდესაც საბჭოთა კავშირი გადამწყვეტ სამხედრო დაპირისპირებაში იყო ჩართული ფაშისტურ გერმანიასთან,აუცილებელი გახდა ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენა.სწორედ ამ მიზნით,იოსებ სტალინმა თავისთან კრემლში უხმო საბჭოთა კავშირის ნავთობის მრეწველობის ხელმძღვანელს – ნიკოლოზ ბაიბაკოვს.ბელადთან მისულ ბაიბაკოვს სტალინმა არსებული სიტუაცია გააცნო და დაავალა,რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროს დროის უმცირეს მონაკვეთში ახალი ნავთობის საბადოები აღმოეჩინა. (ავტორი გენია.ჯი) ნავთობის მრეწველობის ხელმძღვანელი სტალინის დავალებამ დიდ საგონებელში ჩააგდო,რადგან იმ დროში,რომელიც სტალინმა მიუთითა,ახალი ნავთობის საბადოების აღმოჩენა თითქმის შეუსრულებელ მისიას წარმოადგენდა,რაც მოახსენა კიდეც სტალინს.რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ,ბელადმა ნიკოლოზს თვალი თვალში გაუყარა და მრავალმნიშვნელოვნად მიუგო: “იქნება ახალი ნავთობის საბადოები – იქნება ბაიბაკოვი.არ იქნება ახალი ნავთობის საბადოები და არ იქნება – ბაიბაკოვი!”
იოსებ სტალინთან შეხვედრიდან უმოკლეს ვადაში,საბჭოთა ნავთობმრეწველობის სამინისტრომ ბელადს წარუდგინა მოხსენება,სადაც აღნიშნული იყო,რომ თათარსტანსა და ბაშკირეთში აღმოჩენილი იქნა ნავთობის ახალი საბადოები. (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლოზ ბაიბაკოვი