ხაიმ ვაიცმანი – “ეპიზოდი”
ხაიმ ვაიცმანი (1874-1952 წლები) – წარმოადგენდა ისრაელის სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტსა და სიონსტთა მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს.დიდ ბრიტანეთში ცხოვრების პერიოდში,ვაიცმანი დაუმეგობრდა ცნობილ ინგლისელ სახელმწიფო მოღვაწესა და კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს – ართურ ჯეიმზ ბალფურს,რომელთანაც არა ერთხელ შესულა პოლიტიკურ დებატებში.ერთ დღეს,ისრაელის მომავალი პრეზიდენტი – ხაიმ ვაიცმანი და დიდი ბრიტანეთის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი – ართურ ჯეიმზ ბალფური,”უგანდის პროგრამაზე” მსჯელობდნენ.ცნობისათვის,აღნიშნული პროგრამის მიხედვით,დიდი ბრიტანეთი 1903 წელს ებრაელებს სთავაზობდა თანამედროვე კენიის ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოს,სახელწოდებით – უგანდის ჩამოყალიბებას,რასაც მხარს უჭერდა ბალფური და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ვაიცმანი.ბალფურისათვის გაუგებარი იყო,რატომ ამბობდა შეთავაზებულ პროგრამაზე უარს მისი მეგობარი.მათ შორის გამართული მძაფრი პოლემიკის დასასრულს,ვაიცმანმა ართურს ჰკითხა:
- ბატონო ბალფურ,თქვენთვის რომ ლონდონის ნაცვლად პარიზი შემოეთავაზებინათ – დათანხმდებოდით?
ბალფური მცირეოდეხნით დადუმდა.შემდეგ ხაიმს თვალი გაუსწორა და უპასუხა:
- დოქტორო ვაიცმან,ლონდონი ხომ ჩვენს ხელთაა?!
- რაღა თქმა უნდა თქვენს ხელთაა.მაგრამ უნდა იცოდეთ,რომ იერუსალიმიც ჩვენს ხელთ იყო ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც ლონდონის ადგილას მხოლოდ ჭაობები არსებობდა, – ერთმნიშვნელოვნად მიუგო ვაიცმანმა ართურს და მათ შორის დავა აღნიშნული საკითხის შესახებ საბოლოოდ იქნა დასრულებული. (ავტორი გენია.ჯი)
ართურ ჯეიმზ ბალფური