ნიკო სამადაშვილი – “სინანული”
ორტოტა ქარი ჩაქოლავს თაღებს,
იმ კვალს გადაშლის,ჩვენ რო ვიარეთ.
რამდენი შფოთვა ვურიგეთ ნაღველს,
ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ.
* * *
იცი,სიცოცხლეს რომ ყოველ დილით
ვშთანთავდი ჩემი ცხელი თითებით?
თან მიტაცებდა ეგ შენი ჩრდილი,
ჩრდილი,დაწნული ჯვარცმულის თმებით.
* * *
ძილი წამებად გადმექცა,დედავ!
ველი იმ დღეებს,რომ გავტიალდე.
ქვესკნელს შემასხი მარადისობავ,
რომ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე.
* * *
ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად
ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს,
თითქოს ეს გული ამოურეცხავთ
ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს.
* * *
წავალ,ჩამყვება უსინდისობა.
სამყარო ჩემ ქვეშ ნიადაგ მიჰქრის.
მიწიდან ხალხი ამოცვინდება,
შემოღამებულ სივრცეებს იქით.
* * *
ეკლესიის წინ ილოცებს გველი,
საკმევლის სუნი გამოვა გარეთ.
რამდენი შფოთვა ვასხურეთ ნაღველს,
ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ.