უილიამ I დამპყრობელი – “ეპიზოდი”
საინტერესოა ის გარემოება,რომ დღეისათვის,”ნისლიანი ალბიონის” ანუ ინგლისის მიწების (სულ 133 396 კვადრატული კილომეტრი) 2/3 ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 0,3%-ის კერძო საკუთრებაში იმყოფება.მიზეზი,ინგლისური მიწების ასეთი უცნაური დანაწილებისა სათავეს ჯერ კიდევ ათასი წლის წინათ იღებს: მას შემდეგ,რაც 1066 წელს ინგლისის სამეფო ტახტზე სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულებზე მაცხოვრებელი ნორმანდიელი ხალხის წარმომადგენელი – უილიამ I დამპყრობელი (1027-1087 წლები) ავიდა,მისი პირველივე განკარგულებით ინგლისის მიწები მონარქის პირად საკუთრებად გამოცხადდა. (ავტორი გენია.ჯი) უილიამ I დამპყრობელის ამ განკარგულების გამოცემიდან უახლოეს პერიოდში,გამოიცა მისი მეორე განკარგულებაც,რომლის თანახმადაც,მეფის საკუთრებაში არსებული ინგლისის მიწები განაწილებული იქნა იმ მხედართმთავრებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე,რომლებმაც უილიამის მხარდამხარ მიიღეს მონაწილეობა 1066 წლის 14 ოქტომბერს გამართულ “ჰასტინგსის ბრძოლაში”.ჰასტინგის საკვანძო ბრძოლაში ანგლოსაქსების მეფის ჰაროლდ II გოდვინსონის არმიასთან გამარჯვებამ უილიამს გზა გაუხსნა ინგლისის სამეფო ტახტისაკენ.მან თანამებრძოლებს მისთვის გაწეული სამსახური არ დაუკარგა და გაუნაწილა კიდეც მის მფლობელობაში არსებული ინგლისური მიწები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული მოვლენის შედეგად წარმოიშვა “ნისლიან ალბიონზე” პირველი არისტოკრატიული საზოგადოება.მიუხედავად იმისა,რომ მას შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა,უილიამის მიერ დანაწილებული მიწების უმეტესობა კვლავაც იმ ხალხის შთამომავლების ხელში რჩება,რომლებსაც ოდესღაც საჩუქრად გადაეცათ იგი. (ავტორი გენია.ჯი)