სუნანდჰა კუმარირატანა – “ეპიზოდი”
სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე – ტაილანდის სამეფოში,ჩაკრის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი მეფის – მონგკუტის (1804-1868 წლები) მმართველობისას,სიამის კანონმდებლობისა და ზოგადად,დამკვიდრებული ტრადიციების თანახმად,სამეფო ოჯახის წარმომადგენლებზე ჩვეულებრივი მოქალაქის თითით შეხებაც კი წარმოუდგენელი მოვლენა გახლდათ,რადგან ასეთ შემთხვევაში,კანონის დამრღვევი უცილობელი – სიკვდილით ისჯებოდა.(ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნულმა კანონმა იმსხვერპლა ტაილანდის აწ გარდაცვლილი მეფის – მონგკუტის 20 წლის ასაკში მყოფი ქალიშვილის – სუნანდჰა კუმარირატანას (1860-1880 წლები) და მცირეწლოვანი შვილიშვილის სიცოცხლე. 1880 წლის 31 მაისს,ბან-პა-ინის ულამაზესი სამეფო სასახლის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში,სუნანდჰა თავის პატარასთან ერთად ნავით გავიდა სასეირნოდ.სეირნობის დროს ნავი მოულოდნელად ამოტრიალდა და პრინცესა და მისი ქალიშვილი წყალში ჩაცვივდნენ.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნულ დრამას თვალს ადევნებდა ტაილანდის სამეფო სასახლის უამრავი ქვეშევრდომი,სიკვდილით დასჯის შიშით ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ხელი გაეწოდებინათ და გადაერჩინათ დახრჩობის საშიშროების ქვეშ მყოფი სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.რამაც გამოიწვია კიდეც,ცურვის არ მცოდნე სუნანდჰასა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ტბაში დახრჩობა.მოგვიანნებით,ბან-პა-ინის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე,ამ ტრაგიკული მოვლენის აღსანიშნავად ტაილანდელმა ხალხმა მემორიალი აღიმართა. (ავტორი გენია.ჯი)
ბან-პა-ინის სასახლე და მის ტერიტორიაზე არსებული ტბა,სადაც დაიხრჩვნენ ტაილანდის სამეფო ოჯახის წევრები