ქაბულის ზოოპარკი – “ეპიზოდი”

ცენტრალურ აზიაში მდებარე – ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობა (28,4 მილიონი ადამიანი) მრავალეთნიკური ხალხებისაგან შედგება.ქვეყანაში დომინირებადი რელიგია – ისლამია და მოსახლეობის 90%-ს მუსულმანური რწმენის მქონე ადამიანები შეადგენენ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ისლამისა,ავღანეთში ასევე ცხოვრობენ – ბუდიზმის,ინდუიზმის,სიქიზმის,ზოროასტრიზმისა და სხვა რელიგიური მიმდინარეობისა თუ კულტის მატარებელი ხალხებიც.საინტერესოა ის გარემოება,რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არც ერთი შინაური თუ გარეული წყვილჩლიქოსანთა რიგის ძუძუმწოვარა ცხოველი – ღორი არ ბინადრობს (როგორც ცნობილია,მუსლიმანური რელიგიის მატარებელი ხალხები ღორის ხორცით გამოკვებას მაქსიმალურად ერიდებიან),გარდა ერთადერთი შინაური სახეობის ღორისა,რომელსაც სახელად – ჰანზირი უწოდეს, და ისიც,ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 1967 წელს დაარსებულ ერთადერთ ზოოპარკშია წარმოდგენილი.ქაბულის ზოოპარკის მომსახურე პერსონალი კი მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. 2009 წელს მსოფლიოში გავრცელებული ეგრეთ წოდებული – “ღორის პანდემიის” მძვინვარებისას,იმის გამო,რომ აღნიშნული სენით ჰანზირიც არ დაავადებულიყო,იგი სპეციალურად იქნა გადაყვანილი – კარანტინში და ამ მეთოდით შეუნარჩუნეს სიცოცხლე.ცნობისათვის,გარდა ჰანზირისა,ქაბულის ზოოპარკში ასევე წარმოდგენილია 36 სახეობის თევზი და  280 სახეობის ცხოველი და ფრინველი. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>