ტიბერიუს კლაუდიუს ნერონ გერმანიკუსის შესახებ…
ტიბერიუს კლაუდიუს ნერონ გერმანიკუსი (ძვ.წ.აღ-ით 15 – ახ.წ.აღ-ით 19 წლები) – წარმოადგენდა ძველი რომის იმპერიის ისტორიაში იმ ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეს,კონსულსა და მხედართმთავარს,რომელიც არა მარტო თანამემამულეებს უყვარდა განუზმოლად,არამედ მისი მტრებიც კი უდიდეს პატივს მიაგებდნენ.ცნობილია,რომ გერმანიკუსი დაჯილდოვებული გახლდათ განსაკუთრებული ფიზიკური და სულიერი ღირსებებით.გააჩნდა დიდებული სიმამაცე; შესანიშნავად ერკვეოდა სხვადასხვა მეცნიერებებში; გამორჩეულ კეთილგანწყობას იჩენდა ნებისმიერ ადამიანის მიმართ; გააჩნდა უამრავი ხიბლი,რაც თავის მხრივ ხალხის დაახლოებაში უწყობდა ხელს; წერდა კომედიებს; სიტყვით გამოდიოდა სასამართლოებზე; სამშობლოში თუ ლაშქრობაში ყოფნისას,იქცეოდა როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე; სადაც არ უნდა წაწყდომოდა ღირსეული ადამიანების საფლავებს,აუცილებლად მოინახულებდა მათ,შესაწირავს შეწირავდა და ქედს მოიხრიდა მათი ხსოვნის წინაშე. 9 წლის სექტემბრის თვეში რომაულ არმიასა და გერმანულ ჯარებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ,გერმანიკუსმა ბრძოლის ველზე დაცემული ნეშტები (განურჩევლად იმისა – მტერი იყო თუ თანამებრძოლი),საკუთარი ხელით შეაგროვა და პირველმა თავადვე,საკუთარი ხელით მიაბარა მიწას.მიუხედავად უამრავი მოშურნისა და მტრისა,არასოდეს აზრად არ გაუვლია მათთვის ვნება და ზიანი მიეყენებინა.
ამ უნიკალური ღირსებების გამო,გერმანიკუსი საკუთარ ხალხსაც უყვარდა და მოწინააღმდეგეებიც დიდ პატივს მიაგებდნენ.როდესაც სადმე მიდიოდა ან ბრუნდებოდა,გერმანიკუსით აღფრთოვანებული,უზარმაზარი რაოდენობის ხალხი მასთან გასაცილებლად ან შესაგებებლად იკრიბებოდა. ძვ.წ.აღ-ით 19 წელს,როდესაც რომში მისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელდა ცნობა (ზოგიერთი ცნობით ტიბერიუსმა მოწამლა),მთელი რომი ფეხზე დადგა.თავზარდაცემული რომაელები,დამწუხრებული ელოდებოდნენ ახალ მაცნეებს და ახალ ინფორმაციებს.საღამო ხანს მოულოდნელად მისი გამოჯანმრთელების შესახებ გავრცელდა ცნობა.აღფრთოვანებული ხალხი მაშინვე დაიძრა რომის კაპიტოლიუმისაკენ,ვინ – ჩირაღდნებით ხელში და ვინ – შესაწირი პირუტყვით; ეგზალტირებულმა რომაელებმა ტაძრის კარები კინაღამ ჩამოჰგლიჯეს,რადგანაც მეტისმეტად ეშურებოდნენ აღთქმების აღსრულებას.გაიძახოდნენ სამადლობელ შეძახილებს: “გადარჩა რომი,გადარჩა სამშობლო,გადარჩენილია გერმანიკუსი”, – და მღეროდნენ ხმაშეწყობილად.
თუმცა,რომაელთა საუბედუროდ,აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერებოდა და, როდესაც ცნობილი გახდა ამ უნიკალური ადამიანის გარდაცვალება,ხალხმა ტაძრებს ქვები დაუშინა და ღმერთთა საკურთხევლები ააყირავა; ზოგიერთმა რომაელმა კი საკუთარი ოჯახის მფარველი სულების გამოსახულებები ქუჩაში მოისროლა. (ავტორი გენია.ჯი) ვერანაირმა ედიქტის გამოცემამ,ვერანაირმა დამამშვიდებელმა სიტყვებმა ვერ გაანელა რომაელი ხალხის განუზომელი მწუხარება.საოცარია,თუმცა არის ცნობები,რომ გერმანიკუსის სიკვდილის დღეს,ომში ჩართულმა ბარბაროსებმაც კი შეწყვიტეს ბრძოლა სწორედ მისი სახელის პატივსაცემად.ისინი იზიარებდნენ გერმანიკუსის გარდაცვალების მწუხარებას.ზოგიერთმა მცირე ქვეყნის ევროპელმა მეფემ გლოვის ნიშნად წვერი მოუშვა,ხოლო ცოლებს კი თავი გადაპარსა.პართიის მეფეთმეფედ წოდებულმა არტაბან III პართელმა,რომელიც ნადირობისა და ქეიფის დიდი მოყვარული იყო,სამეფოში გლოვა გამოაცხადა და თავის საყვარელ საქმიანობებზე რამდენიმე დღის განმავლობაში უარი თქვა.ტიბერიუს კლაუდიუს ნერონ გერმანიკუსი რომაელმა ხალხმა უდიდესი პატივით დაკრძალა “აუგუსტუსის მავზოლეუმში” და მას გარდაცვალების შემდეგ – “კეისარი” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)
“გერმანიკუსის სიკვდილი” (დიდი ფრანგი მხატვრის – ნიკოლა პუსენის მიერ შექმნილი შედევრი-სურათი)
“აუგუსტუსის მავზოლეუმი”