ანდრე მარი ამპერი
1775 წლის 20 იანვარს საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაბადებული გენიალური ფრანგი ფიზიკოსის,მათემატიკოსისა და ელექრომაგნეტიზმის ფუძემდებლის – ანდრე მარი ამპერის წინაპრები,ძირითადად ლიონში მაცხოვრებელი ხელოსნები იყვნენ.მათი პროფესიონალიზმი და კულტრული დონე თაობიდან თაობამდე კიდევ უფრო იხვეწებოდა და მაღლდებოდა.ანდრეს პაპა – ჟან ჟოზეფ ამპერი არა მარტო შესანიშნავი ქვის მთლელი და ჩუქურთმების ოსტატი,არამედ ურთულესი საინჟინრო და სარესტავრაციო სამუშაოების შემსრულებელიც გახლდათ.ამპერის მამამ – ჟან ჟაკ ამპერმა კარგი განათლება მიიღო და რამდენიმე ძველ უცხო ენასაც დაეუფლა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ უმაღლესი განათლება გააჩნდა,გარკვეული ხნის მანძილზე იძულებული იყო ლიონური აბრეშუმის ქსოვილებით ვაჭრობისათვის მიეყო ხელი ძმებთან ერთად.წიგნების მიმართ მისი ინტერესი იმდენად დიდი იყო,რომ შთამომავლობას უნიკალური წიგნების ეგზემპლარებისაგან შედგენილი ბიბლიოთეკა დაუტოვა.განსაკუთრებით ინტერესდებოდა რიგი განმანათლებლების იდეებითა და ხედვებით.ჟანი დაქორწინებული იქნა წარმატებული ფრანგი ვაჭრის ქალიშვილზე – ჟანა სერსეზე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ საკუთარ შვილებს ჟანი დიდი ფრანგი ფილოსოფოსისა და განმანათლებლის – დენი დიდროს პედაგოგიური პრინციპებით ზრდიდა.მისი ინტერესის სფეროს პოლიტიკაც წარმოადგენდა და კონსტიტუციური მონარქიის უპირობო მხარდამჭერადაც გვევლინებოდა.საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე ანდრეს მამამ ლიონის პროკურორისა და ლიოონის სამეფო მრჩევლის თანამდებობა “იყიდა”.თუმცა,ქვეყანაში შემდგომ განვითარებულმა რევოლუციურმა მოვლენებმა ყველაფერი უარყოფითისაკენ შეცვალა.მიუხედავად იმისა,რომ ბასტილიის ციხის აღებას ამპერების ოჯახი დიდი ენთუზიზმით შეხვდა,მათთვის საფრანგეთის რევოლუცია მაინც წარუმატებელი და უბედურების მომტანი მოვლენა აღმოჩნდა.ლიონელები აღაშფოთა ფრანგი იაკობინელების მხეცურმა ქმედებებმა,რის გამოც ისინი აჯანყდნენ.აჯანყება სისხლში იქნა ჩახშობილი,რის შემდეგაც ჟირონდისტული ხედვებით ცნობილი ჟანი დააკავეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1793 წლის 24 ნოემბერს ანდრე მარი ამპერის მამას გილოტინის საშუალებით თავი მოჰკვეთეს.ეს უდიდესი დანაკარგი იყო ამპერების ოჯახისათვის,მითუმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ,რომ ჟანის მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე,ანდრემ მისი უსაყვარლესი და – ანტუანეტაც დაკარგა ტუბერკულოზის დაავადების შედეგად.
სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ანდრესათვის ოჯახური ტრაგედია მორალურად განადგურების საწინდრად იქცა.თუმცა მისივე ოჯახის წევრების (განსაკუთრებით ამპერის ღვიძლი დის – ელიზას) დიდი მონდომების შედეგად,იგი მდგომარეობიდან გამოიყვანეს და კვლავაც რეალურ ცხოვრებას დაუბრუნეს.მიუხედავად ამისა,ამპერს მიღებული სულიერი ტრამვის შედეგად ხშირად უყვარდა განმარტოება და ხშირად მას უკარება ადამიანადაც მიიჩნევდნენ.
დიდი ბრიტანელი ფიზიკოსის – ჯეიმზ მაქსველის მიერ – “ნიუტონის ელექტროენერგიად” წოდებულმა ანდრე მარი ამპერმა წიგნების კითხვა ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში დაიწყო. 14 წლის ასაკში მომავალ მეცნიერს დენი დიდროსა და ჟან ლერონ დ’ალამბერის ენციკლოპედიების 20 ტომი გულდასმით ჰქონდა შესწავლილი.იმისათვის,რომ იაკობ ბერნულისა და ლეონარდ ეილერის ნაშრომებს გაცნობოდა,ლათინური ენა სულ რამდენიმე კვირაში შეისწავლა.იმავე ასაკში დაიწყო რიგი მათემატიკური მემუარების დაწერაც.შესაბამისად,ანდრემ თუ შეიძლება ითქვას “დაწყებითი განათლება” სახლში მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) 1805 წელს პარიზის პილიტექნიკური სკოლის მათემატიკის კათედრაზე განაგრძო განათლების მიღება,სადაც არა მარტო ბრწყინვალე მათემატიკური გონებით,არამედ ლიტერატურული შემოქმედებითაც გაითქვა სახელი. 1802 წელს დაწერა თხზულება – “განსჯები მატემატიკური თეორიების თამაშების შესახებ”.გამოაქვეყნა ბოტანიკური ნაშრომები,შექმნა საჰაერო გველების სრულიად ახალი კონსტრუქცია,შეეცადა შეექმნა ახალი საერთაშორისო ენა და დაეწერა ეპიკური ჟანრის პოემაც კი.ატარებდა კერძო გაკვეთილებს მამთემატიკაში,რის პარალელურადაც პარიზის ცენტრალურ სკოლაში კითხულობდა ლექციებს.მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა ოქროსფერკულულებიანმა გოგონამ – კატრინ კარონმა,რომელიც პირველივე შეხვედრისას შეუყვარდა.მიუხედავად მრავალი მცდელობისა,მან კატრინი ქორწინებაზე გაცნობიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაიყოლია. 1800 წელს ამპერების წყვილს ვაჟი შეეძინათ,რომელსაც ანდრეს მამის საპატივცემულოდ – ჟან ჟაკი დაარქვეს.ამ სასიხარულო მოვლენებმა ამპერს სამეცნიერო მოღვაწეობისათვის ახალი და ძლიერი სული შთაბერა.შესაბამისად,დაიდო კიდეც მან – მათემატიკურ,ფიზიკურ და მექანიკური მეცნიერებების განვითარებაში უდიდესი წვლილი.მისი ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ელექტროდინამიკის სფეროს ფიზიკაში. 1814 წელს არჩეული იქნა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1820 წლისათვის დაადგინა მაგნიტურ ისარზე მაგნიტური ველის მოქმედების მიმართულების განსაზღვრის წესი,რომელსაც დღესღეობით – “ამპერის კანონს” უწოდებენ.მის სახელთანვე ასოცირდება მაგნიტსა და ელექტროდენს შორის ურთიერთქმედების გამოსაკვლევად უამრავი ცდის ჩატარება.მანვე აღმოაჩინა,რომ დედამიწის მაგნიტური ველი გავლენას ახდენს დენის მოძრავ გამტარზე.განავრცო მაგნეტიზმის თეორია.მუშაობის პროცესში ჩაფლული ამპერი საკუთარ თავს ხმამაღლა ესაუბრებოდა და ხშირად ლათინურ ლექსებსაც კი ჰყვებოდა. 1824 წელს სახელოვანი მეცნიერი პარიზში მდებარე დე ფრანსის კოლეჯის ექსპერიმენტალური ფიზიკის პროფესორი ხდება.მალევე,ანდრემ აღმოაჩინა ურთიერთქმედება ელექტრულ დენებს შორის და მოახდინა აღნიშნული მოვლენის ფორმულირება,რომელსაც წინა აღმოჩენის მსგავსად – “ამპერის კანონი” ეწოდა.
ანდრე მარი ამპერმა დაწერა და გამოაქვეყნა რიგი მრავალი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ნაშრომებისა.მათ შორის – “ელექტროდინამიკური მოვლენების თეორია”,”ელექტროდინამიკული მოვლენების თეორიის მოკლე კურსი” და სხვა. 1829 წელს გამოიგონა ისეთი ხელსაწყოები,როგორებიცაა – ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი და კომუტატორი.მანვე გაუკეთა ფორმულირება ტერმინ – “კინემატიკას” (მეცნიერების დარგი,რომელიც იკვლევს სხეულთა მოძრაობის გეომეტრიულ თვისებებს მათი მასის და მათზე მოქმედი ძალების გათვალისწინების გარეშე).გარდა ზემოაღნიშნული მეცნიერებებისა,ამპერმა დიდი წვლილი დაიდო ქიმიის განვითარებაშიც,რის გამოც მას გენიალურ იტალიელ ფიზიკოსსა და ქიმიკოსთან – ამედეო ავოგადროსთან ერთად თანამედროვე ქიმიის უმნიშვნელოვანესი კანონების ავტორად ასახელებენ.ამპერის სახელის უკვდავსამყოფად – ელექტრული დენის ძალის ერთეულს – ამპერი უწოდეს.
ანდრე მარი ამპერი გარდაიცვალა 1836 წლის 10 ივნისს საფრანგეთის ქალაქ მარსელში.დაკრძალული იქნა პარიზის მონმარტრის სასაფლაოზე.მისი სახელი,როგორც ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მეცნიერისა,სხვა უდიდესი ფრანგი მოღვაწეების სახელებთან ერთად შეტანილია საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული – “ეიფელის კოშკის” პირველ სართულზე განთავსებულ ნუსხაში.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ანდრე მარი ამპერის ვაჟი – ჟან ჟაკ ამპერი,შემდგომში დიდ ფრანგ ფილოლოგად ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი)
სახლი ლიონში,სადაც ანდრე მარი ამპერი დაიბადა
ანდრე მარი ამპერისა და მისი ვაჟის – ჟან ჟაკ ამპერის საფლავი