საინტერესო ფაქტები – “აშშ-ის კონსტიტუციის” შესახებ…
1. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია,რომლის შექმნაზეც მუშაობა დასრულებული იქნა 1787 წლის 17 სექტემბერს,ძალაში შევიდა 1789 წელს და იგი 4 400 სიტყვისაგან შედგება.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აშშ-ის უზენაესი კანონის ჩაწერა დაევალა პენსილვანიის გენერალური ასამბლეის კლერკს – ჯეიკობ შალუსს,რომელსაც აღნიშნული საქმისათვის ჯილდოდ 30 $ გადასცეს.
* * *
2. 1952 წლამდე “აშშ-ის კონსტიტუცია” ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში იყო დაცული,თუმცა 1952 წელს მან ვაშინგტონში განთავსებული ეროვნული არქივის შენობაში დაიდო საბოლოოდ ბინა.
* * *
3. ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე ხელმომწერებს შორის ყველაზე ხანდაზმული პიროვნება,აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ფიგურა – ბენჯამინ ფრანკლინი გახლდათ.იმ პერიოდისათვის მისი ასაკი 81 წელს შეადგენდა.ხოლო ყველაზე ახალგაზრდა ხელმომწერის – ჯონათან დეიტონის ასაკი კი აშშ-ის კონსტიტუციაზე ხელის მოწერის დროს 21 წელი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. აშშ-ის კონსტიტუციის ძალაში შესვლის პერიოდში ამერიკის მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონ ადამიანს შეადგენდა.ყველაზე დიდი ქალაქი კი ფილადელფია გახლდათ – 40 000 მაცხოვრებლით.
* * *
5. პირველად “მადლიერების დღე” აშშ-ი აღნიშნული იქნა 1789 წლის 26 ნოემბერს და ამ ეროვნული დღესასწაულის დაარსების თავდაპირველ მიზეზად სწორედ აშშ-ის კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღვთისადმი მადლიერება იქცა.
* * *
6. პირველად ოფიციალური ტერმინი – “ამერიკის შეერთებული შტატები”,მოხსენიებული იქნა 1776 წლის 4 ივლისს კონტინენტური კონგრესის მიერ მიღებულ – “აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტში”,რომლის შედეგენასაც თავის მხრივ სრული 100 დღე დასჭირდა.
* * *
7. აშშ-ის კონსტიტუციის ტექსტის შემდგენელთათვის დადგა საკითხი,თუ როგორ უნდა მიემართათ ქვეყნის პრეზიდენტისათვის.ამერიკის სენატის შემოთავაზებთ,ქვეყნის პირველი პირისათვის უნდა მიემართათ სიტყვებით – “მისი აღმატებულება პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მცველი მათი თავისუფლებისა”. – თუმცა აღნიშნული ვერსია არ იქნა მიღებული.საბოლოოდ კი დამკვიდრებული იქნა შემდეგი ვარიანტი: “ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი”.
* * *
8. აშშ-ის კონსტიტუციაზე სულ ორ ამერიკელ პრეზიდენტს აქვს ხელი მოწერილი.ესენი არიან – ჯორჯ ვაშინგტონი და ჯეიმზ მედისონი.
* * *
9. აშშ-ის კონსტიტუცია მსოფლიოში ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უიშვიათესი დოკუმენტია,რომელშიც ცვლილებები და დამატებები საუკუნეების მანძილზე თითქმის არ მომდარა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ,მისი შექმნის 226 წლიანი ისტორიის მანძილზე,კონსტიტუციაში შეტანილ მხოლოდ და მხოლოდ 27 შესწორებას).მიუხედავად უამრავი მცდელობისა,მისი ტექსტი დღევანდელ დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.ალბათ საინტერესოა გავეცნოთ იმ პუნქტებს,რომელთა შეცვლაზეც კონსტიტუციაში უარი განაცხადა აშშ-ის სენატმა:
ა) – 1876 წელს სენატმა უარი თქვა აშშ-ი სენატის აკრძალვაზე;
ბ) – 1876 წელს სენატმა არ დაამტკიცა შესწორება,რომლის მიხედვითაც რელიგიურ სასულიერო პიორებს ეკრძალებოდათ პოლიტიკაში ჩაბმა,სახელმწიფო დაფინანსება და მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავება;
გ) – 1878 წელს უარი ითქვა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის გაუქმებასა და ქვეყანაში ეგრეთ წოდებული “სამეულის აღმასრულებელი საბჭოს” შემოღებაზე;
დ) – 1893 წელს სენატმა კატეგორიულად უარყო ქვეყნის სახელწოდების შექმნა და მასზე – “შეერთებული შტატების მიწების” დარქმევა;
ე) – 1893 წელსვე უარი ითქვა აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და ფლოტის გაუქმებაზე;
ვ) – 1912 წელს სენატმა კონსტიტუციაში არ შეიტანა შესწორება იმის შესახებ,რომ აკრძალულიყო სხვადასხვა რასების წარმომადგენელთა შორის ქორწინება. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. აშშ-ის კონსტიტუციის 4 400 სიტყვისაგან შემდგარ ტექსტში არსად არის ნახსენები თუნდაც ერთი სიტყვა – “დემოკრატია”.