ალბერ კამიუ – “პირველია ადამიანი!” (ნაწყვეტები)
“ღარიბებს მდიდრებზე მწირი მეხსიერება აქვთ; საცხოვრებელს იშვიათად ტოვებენ და სივრცეში ნაკლებად ერკვევიან.მათი ცხოვრება ერთგვაროვანი და უფერულია,ამიტომ საყრდენები არც დროში აქვთ.რა თქმა უნდა,გულსაც აქვს საკუთარი მეხსიერება.ამბობენ,ყველაზე სარწმუნო,მაგრამ ჭირსა და შრომაში გულიც იხარჯება და დაღლილობის სიმძიმე ბევრ რამეს ავიწყებს.დაკარგული დროის მოპოვება მხოლოდ მდიდრებს ხელეწიფებათ.
ღარიბებისათვის კი დრო სიკვდილის გზაზე მხოლოდ ბუნდოვან ნაკვალევს ტოვებს.მერე კიდევ,ცხოვრების ტვირთი რომ აიტანო,მოგონებებს ნაკლებად ჩაუღრმავდე,ყოველდღიურობას არ უნდა დაშორდე და საათიდან საათამდე უნდა მიყვე მას”. (ავტორი გენია.ჯი)
***
” – კაცს თავის მოთოკვა უნდა შეეძლოს.კაცი მაშინ ჰქვია თუ არა და… მე არაფერი გამაჩნია,ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე,ფორმა ჩამაცვეს და ფრონტზე წამომათრიეს,მაგრამ თავს ყველაფრის უფლებას მაინც არ ვაძლევ”.
***
“მთავარია,ღარიბი იყო: ღარიბებს არჩევანი არ აქვთ,მაგრამ თავის დაფასება ძალულძთ”.