ურაკამის სასაფლაოს საოცარი სახელწოდება…

მსოფლიოში რომ უამრავი უცნაური და უჩვეულო სახელწოდების მქონე სხვადასხვა სახის დაწესებულება არსებობს,ახალი ამბავი არავისთვის არის.ამის ერთ-ერთ ყველაზე თვალნათელ მაგალითს წარმოადგენს “ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის ტრაგიკული ისტორიით ცნობილი ქალაქის – ნაგასაკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ის ურაკამის რაიონი,რომელიც 1945 წლის ატომური დაბომბვის უმთავრეს ეპიცენტრად იქცა.კერძოდ, 1876 წელს აღნიშნულ რაიონში,სპეციალურად უცხოელი მოქალაქეებისათვის გაიხსნა სასაფლაო,რომელსაც მართლაც რომ ძალიან უჩვეულო სახელი – “საკამოტოს საერთაშორისო სასაფლაო” უწოდეს… (ჩემთვის ცნობილი იყო,რომ ბუნებაში არსებობდა – საერთაშორისო აეროპორტები,საერთაშორისო ორგანიზაციები,საერთაშორისო სავალუტო ფონდი,საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი,საერთაშორისო კოსმოსური სადგურები,თუმცა – საერთაშორისო სასაფლაო თუ არსებობდა – ნამდვილად არ ვიცოდი).აღნიშნულ სასაფლაოზე განათავსებულია ებრაელთა საფლავების სპეციალური განყოფილება.გარდა ამისა “საკამოტოს საერთაშორისო სასაფლაოზე” დაკრძალულნი არიან – ზიგმუნდ ლესნერი (იაპონიაში პირველი სინაგოგის დამაარსებელი),ტაკასი ნაგაი (წმინდანად შერაცხილი იაპონელი კათოლიკე) და ის ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები და ვიეტნამელი მუშები,რომლებიც 1899-1901 წლებში ეგრეთ წოდებულ “მოკრივეთა აჯანყებას” ემსხვერპლნენ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>