წითელი რომბის სიმბოლო…

როგორც ცნობილია,ნობელის პრესტიჟული პრემიის სამგზის ლაურეატი – “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”,დაარსებული იქნა 1863 წელს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დიდი შვეიცარიელი მეწარმისა და საზოგადო მოღვაწის – ჟან ანრი დიუნანის (1828-1910 წლები) მიერ. 1906 წელს ოსმალეთის იმპერიაში,ანალოგიური მიზნით,სპეციალურად მუსულმანური ქვეყნებისათვის ჩამოყალიბებული იქნა – “წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა”,რომლის თეთრი ფერის მქონე დროშაზე,”წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” დროშისაგან განსხვავებით – წითელი ნახევარმთვარე გამოსახეს. (ავტორი გენია.ჯი) ისრაელის სახელმწიფო მთელი 60 წლის მანძილზე აცხადებდა უარს,აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და ამის ერთადერთი მიზეზი ამავე ორგანიზაციის დროშებზე გამოსახული რელიგიური დანიშნულების მატარებელი – ჯვრისა და ნახევართვარის სიმბოლოები გახლდათ.ისინი მოითხოვდნენ,რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უფლება დაერთო ებრაელებისათვის,მათთვის მისაღები სიმბოლო გამოესახათ დროშაზე.როგორც ზემოთ ავღნიშნე,დავა ისრაელის სახელმწიფოსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შორის მთელი 60 წლის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ,მესამე პროტოკოლის დამატების შედეგად, 2005 წლის დეკემბრის თვეში ისრაელის სახელმწიფოს უფლება მიეცა აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრად გახდომის შემთხვევაში,დროშაზე ის სიმბოლო დაეტანა,რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევდა.ებრაელთა მიერ კი თეთრი ფონის დროშაზე გამოსახული იქნა ნეიტრალური დატვირთვის მატარებელი – წითელი რომბის  გამოსახულება.შესაბამისად,წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის სიმბოლოებს,დაემატა წითელი რომბის სიმბოლოც,რომელიც დღემდე გამოიყენება ისრაელის სახელმწიფოში. (ავტორი გენია.ჯი)

წითელი ჯვრის სიმბოლო,რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქრისტიანული სახელმწიფოები გამოიყენებენ

წითელი ნახევარმთვარის სიმბოლო,რომელსაც ორგანიზაციის წევრი მუსულმანური სახელმწიფოები გამოიყენებენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>