ფრანსისკო ფრანკოს შესახებ…
ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით პირენეის ნახევარკუნძულზე მდებარე – ესპანეთის სამეფოში, 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე ესპანეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტის – მანუელ ასანიას არმიასა და მის წინააღმდეგ აჯანყებულ ესპანეთის არმიის გენერლებს შორის ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა,რასაც ოფიციალური ცნობების თანახმად 550 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღნიშნული ბრძოლა,გენერალი ფრანსისკო ფრანკოსა და მისი მომხრე გენერლების “გამარჯვებით” დასრულდა. 1939 წელს ესპანეთის რესპუბლიკაში ფრანკოს დიქტატორული რეჟიმი დამყარდა.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ ესპანელი დიქტატორის ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტს,რომელიც ვფიქრობ თქვენს ყურადღებას მიიპყრობს:
1. ოცდაათი წლის ასაკში მყოფმა – ფრანსისკო ფრანკომ, 1923 წლის 23 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ ოვიედოში მდებარე სან-ხუანის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ასტურიის პროვნიციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის ოცდაერთი წლის ქალიშვილზე – მარია დელ კარმენ პოლო-ი-მარტინეზ ვალდესზე (1900-1988 წლები).გენერალ-ლეიტენანტ ფრანკო სალგადო-არაუხოს ცნობით,ესპანეთის პირველი ლედი გახლდათ ის ქალი,რომელიც უდიდეს როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი) იმავე გენერლის ინფორმაციით,სწორედ კარმენი იყო ერთადერთი ადამიანი,რომელსაც ძალუძდა დიდი ზეგავლენა მოეხდინა ფრანსისკოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებებზე.მათ შორის პოლიტიკურზეც კი.
ფრანკოების ცოლ-ქმრის წყვილი ერთმანეთის ერთგულები დარჩნენ სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპამდე.ქორწინებიდან მესამე წელიწადს მათ ერთადერთი ქალიშვილი – მარია დელ კარმენ ფრანკო შეეძინათ.ხანგრძლივი თანაცხოვრების განმავლობაში არასოდეს დაფიქსირებულა თუნდაც ერთი სკანდალი ფრანკოების წყვილს შორის.ფრანკო ცოლის ერთგულებით გამოირჩეოდა და მაქსიმალურად ერიდებოდა მის გაღიზიანებას.რიგი სახელმწიფოს მეთაურებისაგან განსხვავებით,ფრანსისკოს არასოდეს ჰყოლია საყვარლები და არ აწყობდა ოჯახში დებოშებს,რაც მათ ოჯახურ იდილიას ძალიან უწყობდა ხელს.
2. აფრიკის კონტინენტზე წარმოებული ბრძოლებისას ფრანკო რამდენჯერმე დაიჭრა,თუმცა მასზე დაკისრებული სამხედრო სამსახურის შესანიშნავად შესრულებისათვის (რომელმაც იგი ეროვნულ გმირად აქცია),ფრანსისკომ – გენერლის ჩინი ჯერ კიდევ 33 წლის ასაკში მიიღო,რამაც იგი ყველაზე ახალგაზრდა გენერლად აქცია ევროპაში.ესპანეთის მეფის ალფონსო III-ის ინიციატივით,მის მშობლიურ ქალაქში მანამ იქნა გახსნილი ფრანკოს მემორიალი,სანამ იგი ესპანეთის დიქტატორი გახდებოდა.
3. ესპანეთის სამოქალაქო ომამდე,გენერალი ფრანკო პლიტიკის აბსოლუტურ იგნორირებას ახდენდა და მასში საერთოდ არ ერეოდა.თუმცა ქვეყანაში შექმნილმა რამდენიმე სამხედრო გადატრიალებამ იგი მაინც გამოიყვანა პოლიტიკურ ავან-სცენაზე.მისი ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი ბიოგრაფი – პოლ პრესტონი წერდა,რომ თავისი პრაგმატული ხასიათით ცნობილი ფრანკო იმთავითვე გამოირჩეოდა ანტიკომუნისტური,ნაციონალისტური და ანარქისტული პოლიტიკური ხედვებით.მისივე ცნობით,ეს უცნაური დიქტატორი ესპანეთის ხელისუფლებაში თავის მომავალ მემკვიდრეზე,ჯერ კიდევ 30 წლით ადრე ფიქრობდა,ვიდრე გარდაიცვლებოდა და მიუხედავად განუზომელი ძალაუფლებისა,სხვა დიქტატორებისაგან განსხვავებით თავი უკვდავად არ წარმოედგინა.
4. როგორ გაიმარჯვა ფრანკომ სამოქალაქო ომში? – ამის სამი უმთავრესი ფაქტორი არსებობს: მასირებული სამხედრო დახმარება ფაშისტური გერმანიისა და იტალიის მხრიდან; სისასტიკე – რომელსაც იგი სამოქალაქო ომში თავისი თანამემამულე მოწინააღმდეგეების მიმართ იჩენდა (ფრანკო მათ ფიზიკურად ანადგურებდა) და რესპუბლიკის მხარდამჭერების გათიშვა-დანაწევრება ფრაგმენტებად.
მიუხედავად იმისა,რომ სამოქალაქო ომში გამარჯვებულები არ არსებობენ (იგი ხომ ნებისმიერი ერის უდიდესი ტრაგედიაა),ფრანკო მაინც “გამარჯვებული” დარჩა,რადგან აღნიშნული მოვლენიდან 40 წლის გასვლის შემდგომ,ფრანსისკოს მიერ ჩატარებულმა რიგმა რეფორმებმა ქვეყანას იმდენად დიდი წარმატებები მოუტანა,რომ ისტორიკოსებმა ფრანკოს მმართველობას – “პოლიტიკური სასწაულიც” კი უწოდეს.
5. საყურადღებოა ის გარემოება,რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ფრანკომ მის ოდინდელ მხარდამჭერებს – გერმანელებსა და იტალიელებს დახმარებაზე უარი განუცხადა,რამაც ესპანეთი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში უდიდეს ომში ჩართვისაგან იხსნა.თუმცა,ფაქტია რომ,ფრანკო იძულებული გახდა ფაშისტებისათვის მცირეოდენი ვალი მაინც გადაეხადა, და აკი მიავლინა კიდეც აღმოსავლეთ ფრონტზე მოხალისეებისაგან დაკომპლექტებული ეგრეთ წოდებული – “ცისფერი დივიზია”.გარდა ამისა,მათ მისცა ესპანური პორტების გამოყენების უფლება და აწოდებდა სხვადასხვა ლითონების მადანს.როგორც მკვლევარები ვარაუდობენ,ესპანელი დიქტატორის ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო იმ გარემოებით,რომ მან ვერ დაივიწყა საბჭოთა კავშირის მიერ მისი მოწინააღმდეგე რეჟიმის დახმარება და მისი ესპანეთის სამოქალაქო ომში ჩარევა.შესაბამისად,მან საბჭოთა კავშირს,აღნიშნული დივიზიის ბრძოლაში ჩართვით ერთგვარი ხურდა დაუბრუნა.ცნობილია ის გარემოებაც,რომ პირადად ფრანკომ იხსნა ათასობით ებრაელის სიცოცხლე გერმანელი გამძვინვარებული ფაშისტებისაგან.ზემოაღნიშნულ მიზეზებს თუ გავითვალისწინებთ,ფაშისტების გამარჯვების შემთხვევაში ფრანკოს დიქტატორული რეჟიმი აუცილებლად დაცემისათვის იქნებოდა განწირული,რადგან ჰიტლერსა და მუსოლინის ფრანსისკოს მორალური მხარდაჭერა არაფრად ეპიტნავებოდათ.
6. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,”კაუდილიოს” ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული არა მარტო ესპანელი მოსახლეობა და არმია,არამედ ესპანური ეკლესიაც კი.მისი 33 წლიანი “რბილი” ავტორიტარული რეჟიმი,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ქვეყნის ევოლუციას უწყობდა ხელს.მან ესპანელ ახალგაზრდა ტექნოკრატებს ეკონომიკური რეფორმების დაწყების საშუალება მისცა,რამაც სულ რამდენიმე წელიწადში – “ესპანური ეკონომიკის სასწაული” მოახდინა.დიდი ნაბიჯებით წინ წასულმა ესპანურმა ეკონომიკამ ისეთი ქვეყნის ეკონომიკაც კი ჩამოიტოვა უკა,როგორიც გახლდათ – იაპონია.შესაბამისად,რიგითი ესპანელების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
7. 1948 წელს ფრანკომ ბარსელონის დევნილობაში მყოფი გრაფის ვაჟს ქვეყანაში დაბრუნება და მონარქიის აღდგენა შესთავაზა (ფრანსისკო თავს მონარქისტად აღიარებდა).თუმცა,თავად ძალაუფლების დათმობას არ აპირებდა და ეს უფრო სიმბოლური ხასიათის მატარებელი შეთავაზება იყო.მანამდე კი, 1947 წელს ფრანსისკომ ესპანეთი კვლავაც სამეფოდ გამოაცხადა (1939 წლიდან – ესპანეთის სახელმწიფოდ იწოდებოდა).მიუხედავად ესპანეთის,როგორც სამეფოდ გამოცხადებისა,ფაქტია,რომ ესპანეთის სამეფო წარმოადგენდა სამეფოს – მეფის გარეშე!
პრინცი,ფრანკოს შეთავაზების შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა,თუმცა კარგად იცნობდა-რა მის ხასიათს,ვარაუდობდა,რომ მას გადაწყვეტილების შეცვლა ყოველ წუთს შეეძლო.ამიტომ არჩევდა,რომ ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებისაგან და აქტიურობებისაგან თავი შეეკავებინა (იგი ფრანკოს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით – “ჩემო გენერალო!).დონ ხუან კარლოსი წერდა,რომ მისი დუმილი გამოწვეული იყო ერთი პერიფრაზით: “დუმილი – თანხმობის ნიშანია!” – და ამაში რაღა თქმა უნდა ფრანკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გულისხმობდა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე,ფრანკოს შვილიშვილზე იქორწინა დონ ხუან კარლოსის ბიძაშვილმა.მიუხედავად ფრანსისკოზე ოჯახის წევრების დიდი ზეგავლენისა,ფრანკომ მაინც კატეგორიული უარი განაცხადა შვილიშვილის,როგორც სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარებაზე.
8. 1973 წელს ფრანკო სახელმწიფოს მეთაურიურის პოსტიდან გადადგა.მისი ხელმძღვანელობა კი თავისი ნდობით აღჭურვილ ადმირალს – ლუის კარერო ბლანკოს გადასცა,რომელიც თავის მხრივ იმავე წელს იქნა მოკლული “ეტა”-ს ტერორისტების მიერ.ხანდაზმული ფრანსისკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დროის გასვლასთან ერთად მძიმდებოდა.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა.ესპანელი დიქტატორი ხანგრძლივი და საშინელი სიკვდილით კვდებოდა.ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I ფრანკოსთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ წერდა: “უკანასკნელად როდესაც ფრანკო ვინახულე,მას ლაპარაკის უნარიც კი წართმეული ჰქონდა ძალიან.მიუხედავად ამისა,გასაოცარი ძალა მოიკრიბა და მაინც დამელაპარაკა.ჩემი თანდასწრებით მისი უკანასკნელი სიტყვები ღირსეული პოლიტიკოსის სიტყვები იყო.აგონიაში მყოფი,ესპანეთის ერთიანობაზე საუბრობდა,რამაც შემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.შემდეგ,საოცარი ძალით ჩამჭიდა ხელზე ხელი და მთხოვა,რომ ესპანეთის ერთანობა შემენარჩუნებინა და განსაკუთრებით მოვფრთხილებოდი მას.მისი სიტყვები სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში”.
ის,რომ ფრანკოს ესპანეთი ძალიან უყვარდა,ამას უინსტონ ჩერჩილის ერთი პატარა ჩანაწერიც ადასტურებს: “ის ფიქრობდა მხოლოდ და მხოლოდ ესპანეთზე და მხოლოდ და მხოლოდ ესპანეთის ინერესებზე!”
9. 1975 წლის 20 ნოემბერს ფრანსისკო ფრანკო,რომელსაც გენიალური ესპანელი მხატვარი – სალვადორ დალი “წმინდანად” მოიხსენიებდა – გარდაიცვალა…
მარია დელ კარმენ პოლო-ი-მარტინეზ ვალდესი (ფრანსისკო ფრანკოს მეუღლე)
ფრანსისკო მეუღლესთან ერთად